ანჯელინა ჯოლი ფილმში შვილებთან ერთად ითამაშებს

ანჯელინა ჯოლი ფილმში შვილებთან ერთად ითამაშებს

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის სამი შვილი: ვივიენი, პაქსი და ზაჰარა ანჯელინასთან ერთად  მიიღებენ როლებს ფილმში "მძინარე მზეთუნახავი". დღემდე საუბარი მხოლოდ ვივიენზე იყო, რომელსაც პრინცესა ავრორას ბავშვობა უნდა განესახიერებინა. ანჯელინა ჯოლის ამ ფილმში ბოროტი ჯადოქრის როლი ერგო.

"მათ ძალიან პატარა როლები ერგებათ. ფილმში შაილოსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ გოგონას მოსწყინდა და ხასიათზეც ვერ იყო", - წერს Celebrity-Gossip-ი.

შაილოს ”გადაწყვეტილება” ანჯელინას არ მოსწონს. მისი აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. როგორც ანჯელინამ აღნიშნა, ის ძალიან გაერთო გადაღებებზე და ერთი სული აქვს, როდის გამოვა ფილმი.

მომზადებულია Celebrity-Gossip-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება