მომავალი ჯეიმს ბონდი ფერადკანიანი იქნება

მომავალი ჯეიმს ბონდი ფერადკანიანი იქნება

ჯეიმს ბონდის ფილმების პროდუსერი ბარბარა ბროკოლი შავკანიან მსახიობ იდრის ელბას აგენტი 007-ის როლზე განიხილავს. ამის შესახებ მსახიობმა ნაომი ჰარისმა განაცხადა. ჰარისი ბონდზე ახალ (რიგით 23-ე) ფილმში "სკაიფოლის კოორდინატები" ("Skyfall") მონაწილეობს. გარდა ამისა, იგი იდრის ელბასთან ერთად ნელსონ მანდელაზე გადაღებულ ფილმში "დიდი გზა თავისუფლებამდე" ("Mandela: Long Walk to Freedom") თამაშობს. ამ სურათში ელბა მთავარ როლს ასრულებს.

იდრის ელბა ჯერ კიდევ 2009 წელს ამბობდა, რომ აგენტი 007 როლს სიამოვნებით შეასრულებდა.

ბონდის შემდეგი სერია "სკაიფოლის კოორდინატები" კინოგაქირავებაში 26 ოქტომბერს გამოდის. ამ ფილმში აგენტ 007-ს (ისევე როგორც წინა ორ სურათში - "კაზინო როიალი" და "უმნიშვნელო ნუგეში") დანიელ კრეიგი თამაშობს. სტუდია კრეიგის მონაწილეობით ბონდზე კიდევ რამდენიმე ფილმის გადაღებას გეგმავს.

იდრის ელბა ფილმებში "28 კვირის შემდეგ", "განგსტერი", " როკ ენ როლერი" და "პრომეთე" მონაწილეობს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია WorstPreviews-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება