ზა­ზა შა­თი­რიშ­ვი­ლი: "უ­წიგ­ნუ­რო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბარ­ბა­რო­სო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა"

ზა­ზა შა­თი­რიშ­ვი­ლი: "უ­წიგ­ნუ­რო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბარ­ბა­რო­სო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა"

რუბრიკის სტუ­მა­რია ფი­ლო­სო­ფო­სი ზა­ზა შა­თი­რიშ­ვი­ლი. ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­იტყ­ობთ, რას ფიქ­რობს ის გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, რა­ტომ აგო­ნებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი მი­ხა­ილ ზოშ­ჩენ­კოს მოთხ­რო­ბებს და რა სა­ერ­თოს ხე­დავს ჩვენს უახ­ლო­ეს წარ­სულ­სა და მი­ხე­ილ ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტას" სი­უ­ჟეტს შო­რის.

- ისე­თი პრო­ფე­სია მაქვს, წიგ­ნის კითხ­ვა ჩემ­თვის თით­ქმის კვე­ბის ტოლ­ფა­სი­ა, თუმ­ცა კარ­გი მკითხ­ვე­ლი ჩვენ­ში უკ­ვე იშ­ვი­ა­თია და ეს ბო­ლო ოცი წლის ტენ­დენ­ცი­ა­ა. ნათ­ქვა­მი­ა, უწიგ­ნოდ თვალ­თა­ხედ­ვის ისა­რი მოკ­ლეა და არც წიგ­ნის კითხ­ვით არი­სო მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­დი. მთა­ვა­რი­ა, წა­კითხ­უ­ლი სა­თა­ნა­დოდ გა­ი­აზ­რო და გა­ა­ტა­რო ცხოვ­რე­ბა­ში.

- სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ ყო­ფას ხში­რად უწიგ­ნუ­რო­ბას აბ­რა­ლე­ბენ...

- წიგ­ნის კითხ­ვა სუ­ლი­ე­რი ვარ­ჯი­შის ერ­თგვა­რი ფორ­მა­ა. მკითხ­ველს კავ­ში­რი აქვს ტექ­სტთან, რაც წიგ­ნთან ურ­თი­ერ­თო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. ეს ყო­ვე­ლი­ვე კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია და რაც უფ­რო შორ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი წიგნს, მით მე­ტად უახ­ლოვ­დე­ბა ბარ­ბა­რო­სო­ბას. უწიგ­ნუ­რო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სწო­რედ ბარ­ბა­რო­სო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა და ეს ბარ­ბა­რო­სე­ბი გა­რე­დან კი არა, შიგ­ნი­დან გვი­ტე­ვენ.

- წიგ­ნი­ე­რე­ბა დღეს და­ფა­სე­ბუ­ლი­ა?

- გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კა­ხა ლო­მაია ამ­ბობ­და, ბევ­რი კითხ­ვა ისე­ვე ცუ­დი­ა, რო­გორც ბევ­რი ჭა­მა­ო. ამ ფრა­ზა­ში ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა წიგ­ნის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ინ­ტე­ლი­გენ­ციის მი­მართ... თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე წიგ­ნი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფი­ნეთ­ში­ა.

- ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა რო­მელ ნა­წარ­მო­ებს გა­გო­ნებთ?

- მო­დი, ასე ვთქვათ: ჩვე­ნი გუ­შინ­დე­ლო­ბა, ანუ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ერ­თდრო­უ­ლად მი­ხა­ილ ზოშ­ჩენ­კოს მოთხ­რო­ბებ­სა და "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტას" მა­გო­ნებს, რად­გან ძა­ლი­ან ჰგავ­და საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის 30-ი­ან წლებს... პო­ლი­კარ­პე კა­კა­ბა­ძის "ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბე­რიც" გა­მახ­სენ­და...

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას თუ ეც­ნო­ბით?

- ძა­ლი­ან მომ­წონს აკა მორ­ჩი­ლა­ძე, მხო­ლოდ მი­სი ბო­ლო ნა­წარ­მო­ე­ბი არ წა­მი­კითხ­ავს... ვცდი­ლობ, და­სავ­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც მი­ვა­დევ­ნო თვა­ლი. ძა­ლი­ან მომ­წონს თო­მას ტრან­სტრო­მე­რი, 80 წლის შვე­დი პო­ე­ტი­ რო­მელ­საც შარ­შან ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ე­ნი­ჭა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პო­ე­ტია მარკ სტენ­დი. ცოცხ­ა­ლი კლა­სი­კო­სია მი­შელ ტურ­ნი­ე. ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რად მი­მაჩ­ნია ვიქ­ტორ პე­ლე­ვი­ნი.

- გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

- ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გვაქვს რო­გორც სკო­ლებ­ში, ისე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. მთა­ვა­რი­ა, მო­მა­ვალ თა­ო­ბას რას ვას­წავ­ლით, რას გა­დავ­ცემთ. დღეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს ში­ნა­არ­სი სრუ­ლი­ად და­კარ­გუ­ლი აქვს. მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ამო­ძირ­კვუ­ლი­ა. ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პი­როვ­ნულ მა­გა­ლით­საც, ანუ, ვინ არის მას­წავ­ლე­ბე­ლი. რო­გორც წე­სი, ადა­მი­ა­ნე­ბი ღირ­სე­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით სწავ­ლო­ბენ. წიგ­ნი მხო­ლოდ დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბა­ა. პი­როვ­ნე­ბა პი­როვ­ნე­ბამ უნ­და აღ­ზარ­დოს და არა კომ­პი­უ­ტერ­მა. რთუ­ლი­ა, რო­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ ფულ­ზე, კა­რი­ე­რა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მა­რა­დი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის უპი­რის­პირ­დე­ბა ეფე­მე­რულს, წარ­მა­ვალს, სწო­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში კი უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბა­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბას ენი­ჭე­ბა.

- ყვე­ლა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა თქვენ­ზე რო­მელ­მა ავ­ტორ­მა მო­ახ­დი­ნა?

- ასე­თი ბევ­რი­ა: თო­მას მა­ნი, ბო­რის პას­ტერ­ნა­კი, ოსებ მან­დელ­შტა­მი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი", დან­ტე ალი­გი­ე­რი, პლა­ტო­ნი... ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წიგ­ნია ბიბ­ლი­ა, რო­მელ­საც ყო­ველ­დღე ვკითხ­უ­ლობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს დოს­ტო­ევ­სკი, ტოლ­სტო­ი, გო­გო­ლი, ფრანც კაფ­კა...

- ბავ­შვო­ბი­სას რო­მელ პერ­სო­ნაჟს ბა­ძავ­დით?

- ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი მწე­რა­ლია ალექ­სან­დრე დი­უ­მა, მი­ტა­ცებ­და მი­სი "სა­მი მუშ­კე­ტე­რი". 10-11 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, ეს ნა­წარ­მო­ე­ბი პირ­ვე­ლად რომ წა­ვი­კითხე და მას შემ­დეგ ჩემს ერ­თ-ერთ საყ­ვა­რელ ნა­წარ­მო­ე­ბად ვთვლი. ვინ­მეს­თან გა­ი­გი­ვე­ბის სურ­ვი­ლი არ გამ­ჩე­ნი­ა, მაგ­რამ ვი­სურ­ვებ­დი, ათო­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი - ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი და მახ­ვილ­გო­ნი­ე­რი პერ­სო­ნა­ჟი. თუმ­ცა, პა­ტა­რა­ო­ბი­სას დ"არ­ტა­ნი­ა­ნი უფ­რო მომ­წონ­და.

- რის წა­კითხ­ვას გვირ­ჩევს ზა­ზა შა­თი­რიშ­ვი­ლი?

- უკ­ვდავ კლა­სი­კო­სებს და­უბ­რუნ­დით. იკითხ­ეთ შექ­სპი­რი, დან­ტე, რუს­თა­ვე­ლი, ვა­ჟა... შემ­დეგ - დოს­ტო­ევ­სკი, ჩე­ხო­ვი და აუ­ცი­ლებ­ლად - ბალ­ზა­კი...

და­ვით ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს