რამაზო რომა: "დაბრუნებას არ ვაპირებ, მაგრამ როგორც ქართველი, მომხრე ვარ, საქართველოში წყნარი სიტუაცია იყოს"

რამაზო რომა: "დაბრუნებას არ ვაპირებ, მაგრამ როგორც ქართველი, მომხრე ვარ, საქართველოში წყნარი სიტუაცია იყოს"

სტამბოლში მოღვაწე სკანდალურმა ქარ­თველმა დიზაინერმა რამაზო რომამ გასულ კვირას თურქეთის მოდის კვირეულზე ჩვენება გამართა. კვირეულში ორმოცამდე დიზაინერი მონაწილეობდა, რომელთაც გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინეს. რამაზო რომა კოლექციაზე ორი თვე მუშაობდა და როგორც დიზაინერი ამბობს, ძვირად ღირებული ქსოვილი - ფრანგული ხავერდი და წული წარმოადგინა. მართალია, ქართველი დიზაინერის ჩვენება მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, მაგრამ რამაზომ კოლექცია სხვა სივრცეში, სასტუმრო "მასკარადში" გამართა, სადაც ორიათასმა კაცმა შეძლო დასწრება.

"ქალი-ვამპირი" - ასე ერქვა კოლექციას, რომელიც თურქეთისა და რუსეთის პოპულარულმა მოდელებმა წარადგინეს. საქართველოდან დიზაინერმა სპეციალურად კრისტი ყიფშიძე მიიწვია. ჩვენება კრისტიმ გახსნა და "მის თურქეთმა" დახურა.

"სექსუალური და "სტილნი" - ასე შეაფასა კოლექცია თურქულმა პრესამ. დიზაინერმა კოლექციის ნახევარი ადგილზე გაყიდა და როგორც გვითხრა, სიამოვნებით ესტუმრება ქართულ მოდის კვირეულს და კიდევ ერთხელ გააოცებს საზოგადოებას.

-  რამაზო, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, საზღვარგარეთ მომუშავე ბევრმა ხელოვანმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, თქვენც ხომ არ შეუერთდებით მათ?

-  მანდ დაბრუნებას არ ვაპირებ, მაგრამ როგორც ქართველი, მომხრე ვარ, საქართველოში წყნარი სიტუაცია იყოს, სადაც შეიძლება, ადამიანმა იცხოვროს და ხელოვანმა თავისი პროფესიით ფინანსურად თავი კარგად იგრძნოს. მჯერა, რომ ალბათ ორ-სამ წელიწადში ასე იქნება და ქვეყნიდან იძულებით წასული ნიჭიერი ქართველები ნელ-ნელა დაბრუნდებიან. საზღვარგარეთ წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება