მონიკა და პენელოპა კრუზები საცვლების პროვოკაციულ კოლექციას ქმნიან

მონიკა და პენელოპა კრუზები საცვლების პროვოკაციულ კოლექციას ქმნიან

ცნობილი ესპანელი მსახიობი, პენელოპა კრუზი და მისი და, მონიკა საცვლების პროვოკაციულ კოლექციას ამზადებენ. ვარსკვლავი დები კოლექციას Agent Provocateur-ისთვის ქმნიან.

კოლექციაში სულ 15 ნივთი შევა. მათ შორის იქნება ბუსტჰალტერები, ტრუსები და კორსეტები. ვარსკვლავი დების თქმით, პროექტი ჯერ ადრეულ სტადიაზეა.

"ჩემთვის და მონიკასთვის ეს ნამდვილი თავგადასავალია! ყოველთვის ძალიან გვიყვარდა Agent Provocateur-ის პროდუქცია და მოხარულები ვართ, რომ ამ შესანიშნავი გუნდის ნაწილი გავხდით", - აღნიშნა პენელოპა კრუზმა.

პენელოპას უმცროსი და, 35 წლის მონიკა პროფესიით მოდელი და მსახიობია. მას კარიერაში ცნობილი ბრენდისთვის სამოსის ხაზის შექმნა მესამედ ანდეს. რამდენიმე თვის წინ მონიკა ამ კომპანიის სარეკლამო სახეც გახდა.

რაც შეეხება პენელოპას, მას მსგავს პროექტებში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა.

ასევე იხილეთ: პენელოპა კრუსის უმცროსი და საცვლების ბრენდის სექსუალურ ფოტოსესიაში

მომზადებულია europaplustv.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება