ყველაზე მოჩხუბარი ვარსკვლავები

ყველაზე მოჩხუბარი ვარსკვლავები

გასულ კვირას პერის ჰილტონის მონაწილეობით მორიგი უსიამოვნო ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი. მისმა 21 წლის ბოიფრენდმა, მანეკენმა რივერ ვიპერიმ ლას-ვეგასში სტრიპ-კლუბის ერთ-ერთი სტუმარი გალახა. პერისი ამ დროს იქ იმყოფებოდა და აქეზებდა კიდეც მეგზურს.

ვარსკვლავები ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც ჩვენ ყველანი. მართალია, გამუდმებით გარშემო მყოფთათვის ღიმილის მიძღვნა და თავის მოჩვენება უწევთ, რომ სულ კარგ ხასიათზე არიან, მაგრამ მათაც შეუძლიათ განრისხება და ხანდახან ხელჩართულ ჩხუბშიც კი ერთვებიან. თანაც, ერთი შეხედვით ნაზი გოგონებიც კი.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ კინოვარსკვლავი და მარადიული სკანდალისტი ლინდსი ლოჰანი თავის მეგობარ ბიჭს, კრისტიან ლაბელს წაეჩხუბა.

ჩხუბი ნიუ-იორკის პრესტიჟული სასტუმროს ნომერში მოხდა. წყვილი წვეულებიდან ბრუნდებოდა, როცა ლინდსის ტელეფონი დაუჯდა და მეგობარს სთხოვა მობილური. ჰოდა, მეგობრის მობილურში ფოტოებიც დაათვალიერა. აღმოჩნდა, რომ ბიჭი მთელი საღამო მას უღებდა ფოტოებს, მთვრალსა და ცეკვაში გართულს. ლინდსიმ უარი თქვა ტელეფონის დაბრუნებაზე, იეჭვა, რომ ბიჭი ფოტოებს მერე წარმატებით გაყიდდა. სწორედ ამ დროს ატყდა ჩხუბი და როგორც მსახიობი იხსენებს, ბიჭმა საწოლზე დააგდო და ურტყამდა, მაგრამ ტელეფონი მაინც ვერ წაართვა. მერე ორივემ იჩივლა პოლიციაში ერთმანეთის წინააღმდეგ. რა ფოტოები გახდა ჩხუბის მიზეზი, ამას ალბათ მალე გავიგებთ, რადგან მობილური ტელეფონი სასამართლომ ამოიღო, როგორც ნივთმტკიცება.

ფოტოგრაფების ალერგია თითქმის ყველა ვარსკვლავს აქვს.

თვით "ნაზმა" ჯასტინ ბიბერმაც კი ერთხელ ფოტოგრაფს კარგად უთავაზა, როცა მეგობარ გოგოსთან - სელენა გომესთან ერთად მოსეირნეს უღებდა ფოტოებს.

რობერტ პატინსონიც ძალიან ფიცხია. ერთხელ პირდაპირ კანის კინოფესტივალზე დაესხა თავს ფოტოგრაფს, რომელმაც, მისი აზრით, თავხედურად მიმართა.

პაპარაცებთან ჩხუბის გამოცდილება ბლომად აქვს დაგროვილი ბრიტნი სპირსს, მაიკლ დუგლასს, ყველაზე აგრესიული კი მათ შორის ისლანდიელი მომღერალი ბიორკია.

მის გასაღიზიანებლად ფოტოაპარატის გაჩხაკუნებაც კი არ არის საჭირო. ბიორკმა ჟურნალისტი ერთხელ მხოლოდ იმის გამო ცემა, რომ მან გაუღიმა.

ვარსკვლავების თავდასხმის ობიექტები ხდებიან ასევე ოფიციანტები, შინამოსამსახურეები, სასტუმროს დამლაგებლები, ტელესტუდიების მუშაკები.

მაგალითად, ნაომი კემპბელი რომ ბრაზდებოდა, ხშირად სცემდა მოახლეებს. ეგ კი არა, ერთხელ ნაქირავები ლიმუზინის მძღოლსაც კი დაესხა თავს.

ლონდონის აეროპორტში კი გრანდიოზული სკანდალი მოაწყო და პოლიციელს, რომელმაც გაბედა და შენიშვნა მისცა, სილა გააწნა. შედეგად, ნაომი ბორკილებით გამოიყვანეს იქიდან და მოგვიანებით საზოგადოებრივი სამუშაოებიც დააკისრეს.

ვარსკვლავები ხანდახან ერთმანეთსაც ეჩხუბებიან, სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად, ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში მომღერალი კრის ბრაუნი და რეპერი დრეიკი წაეკიდნენ ერთმანეთს. ორივე რიანას საყვარელი იყო. როგორც ჩანს, კრისს ძალიან უყვარს ჩხუბი - მუშტებს არც რიანას აკლებდა და ამიტომაც დაშორდნენ ერთმანეთს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ:-  ლედი გაგას პირადმა მცველმა მომღერლის თაყვანისმცემელი სცემა

- პერის ჰილტონმა პაპარაცი სცემა

- ალეკ ბოლდუინი ფოტოგრაფს დაესხა თავს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება