ნიკოლ კიდმანი გრეის კელის განასახიერებს

ნიკოლ კიდმანი გრეის კელის განასახიერებს

ჰოლუვუდის ყველა დროის კაშკაშა ვარკვლავის, ლეგენდარული გრეის კელის როლს ნიკოლ კიდმანი შეასრულებს. პრესაში გადასაღებ მოედანზე გადაღებული ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც თეთრ კაბასა და ატლასის მოსასხამში გამოწყობილი კიდმანი მონაკოს დაუვიწყარ პრინცესას, გრეის კელის განასახიერებს.

გადასაღებ მოედანზე საკმაოდ ციოდა, ამიტომ როდესაც ვიდეოკამერები მუშაობას წყვეტდნენ, მსახიობი თბილ ქურთუკს იცვამდა. არავინ მოელოდა, რომ 45 წლის ნიკოლი დაკისრებულ ამოცანას ასე კარგად გაართმევდა თავს. მართალია, კიდმანი ფიზიკურად გრეის კელის არ ჰგავს , მაგრამ მან პრინცესას ხასიათის სიძლიერის, ელეგანტურობისა და დამატყვევებელი მიმზიდველობის წარმოჩენა მაინც შეძლო.

სტილისტებმა, რომლებიც კიდმანთან მუშაობდნენ, ორ ვარსკვლავს შორის მსგავსებას კოსტუმებისა და ვარცხნილობის წყალობით მიაღწიეს.

ფილმის "გრეისი მონაკოდან" გადაღებები საფრანგეთის ქალაქ მენტონში მიმდინარეობს. კიდმანს პარტნიორობას ტელესერიალ "სიცრუის თეორიის" ვარსკვლავი ტიმ როტი უწევს, რომელიც თავად რენე III განასახიერებს. ფილმის რეჟისორი ოლივიე დაანია. სურათის ბიუჯეტი 30 მლნ დოლარს შეადგენს, თუმცა გავრცელებულ კადრებში ძალიან მდიდრული ინტერიერი და კოსტუმები ჩანს - თეთრი კაბა, რომელიც კიდმანს წითელ ხალიჩაზე აცვია, Swarovski-ის თვლებით არის მორთული.

"გრეისი მონაკოდან" დიდ ეკრანზე 2014 წელს გამოვა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება