ბელგიის ციხეში ყველა საკნის გასაღები დაკარგეს

ბელგიის ციხეში ყველა საკნის გასაღები დაკარგეს

ბელგიის ქალაქ ლევენის ციხის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების ყველა, 180 საკნის გასაღები დაკარგეს. გასაღებები ციხის მღვდელს ჰქონდა ჩაბარებული, რომელმაც მათი დაკარგვა გასულ ხუთშაბათს აღმოაჩინა.

თავიდან ციხის ხელმძღვანელობა ინციდენტის გახმაურებას არ აპირებდა და დანაკარგის მოძიებას თავად ცდილობდა, მაგრამ მოგვიანებით იძულებულნი გახდნენ, ინციდენტის შესახებ ბრიუსელში განეცხადებინათ. 

გასაღებების ასხმაში არა მხოლოდ საკნების გასაღებები, არამედ შენობის სხვა, 20 კარის გასაღებიც იყო. ნებისმიერი, ვინც მათ იპოვის, პრაქტიკულად, შენობაში შეუზღუდავად გადაადგილებას შეძლებს.

შემოწმების დროს გაირკვა, რომ კაბინეტს, სადაც გასაღებების ასხმა ინახებოდა, არ იცავდნენ.

ლევენის ციხეში არასასიამოვნო ინციდენტები ადრეც მომხდარა: ციხიდან შეცდომით გაუშვეს ადამიანი, რომელსაც სასჯელი ბოლომდე მოხდილი არ ჰქონდა, მანამდე კი - დაავიწყდათ პატიმრის ოჯახისთვის შეეტყობინებინათ, რომ პატიმარმა თავი მოიკლა.

მომზადებულია Het Last Nieuws-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა