ჯოდი ფოსტერი საპატიო "ოქროს გლობუსს" მიიღებს

ჯოდი ფოსტერი საპატიო "ოქროს გლობუსს" მიიღებს

მსახიობსა და რეჟისორ ჯოდი ფოსტერს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ჯილდო - სესილ დემილიას (Cecil B. DeMille Award) პრემია მიენიჭა. პრემია კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

ფოსტერი ჯოლდოს 2013 წლის 13 იანვარს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ დაწესებულ "ოქროს გლობუსების" ოფიციალურ გადაცემის ცერემონიაზე მიიღებს.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯოდი ფოსტერი - "მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ქალია, რომელმაც წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია" და საკუთარი კარიერაში ახალი მწვერვალების დაპყრობას აგრძელებს.

ფოსტერმა ფილმ "კრავთა დუმილში" შესრულებული მთავარი როლისთვის "ოქროს გლობუსი" მიიღო.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ჯილდოს გადაცემის შარშანდელ ცერემონიალზე სესილ დემილიას პრემია მსახიობ მორგან ფრიმანს გადაეცა.

საპატიო "ოქროს გლობუსის" მფლობელთა შორის არიან მსახიობები ჰარისონ ფორდი, რობერტ დე ნირო, ბარბარა სტრეიზანდი და შირლი მაკლეინი, რეჟისორები მარტინ სკორსეზე და სტივენ სპილბერგი, ასევე მომღერალი ფრენკ სინატრა და მულტიპლიკატორი უოლტ დისნეი.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება