რობი უილიამსმა საკუთარ სასქესო ორგანოს სიმღერა მიუძღვნა

რობი უილიამსმა საკუთარ სასქესო ორგანოს სიმღერა მიუძღვნა

ცნობილმა მომღერალმა რობი უილიამსმა საკუთარ გენიტალიებს სიმღერა მიუძღვნა. სიმღერა სახელად I.L.M.P. ვარსკვლავმა ახლახან ჩაწერა და ის ქართულად ითარგმნება, როგორც "მე მიყვარს ჩემი პენისი". სიმღერა ბრიტანელი რადიო და ტელეწამყვანის, კრის მაილზის პაროდიულ ალბომში - The Difficult Second Album-ში შევა.

სიმღერის ტექსტში უილიამსი აღნიშნავს, რომ უყვარს სანაპიროზე გასარუჯად გამოსული პატარა გოგონები, ბაღში სეირნობა, ხეების შრიალი, თუმცა საბოლოო ჯამში მისთვის ყველაზე საყვარელი მაინც საკუთარი სასქესო ორგანოა. თავად რობიმ პროვოკაციულ სიმღერაზე კომენტარი არ გააკეთა.

ალბომი გაყიდვაში 5 ნოემბერს გამოვა. ამავე დღეს გამოვა თავად რობის ახალი ალბომიც სახელად Take the Crown. მასში მომღერლის 11 ნამუშევარი შევა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება