ჯგუფ No Doubt-ს რასიზმში ადანაშაულებენ

ჯგუფ No Doubt-ს რასიზმში ადანაშაულებენ

ჯგუფ No Doubt-ის ახალი კლიპი პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. კლიპი სიმღერაზე Looking Hot, ინდიელებმა შეურაცხმყოფელად მიიღეს.

ჯგუფის სოლისტი, მომღერალი გვენ სტეფანი კლიპში ინდიელი პრინცესას როლს ასრულებს. ვიდეოს შინაარსის მიხედვით გვენი "თეთრებს" ებრძვის და მათ ტყვედაც უვარდება. კოვბოები პრინცესას ხელებს უკრავენ და რევოლვერებით ემუქრებიან, თუმცა საბოლოოდ ინდიელი მეგობარი მას გაქცევაში ეხმარება.

კლიპში კოვბოებისა და ინდიელების როლები თავად ჯგუფის წევრებმა შეასრულეს.

მას შემდეგ რაც კლიპი ვიდეოპორტალ YouTube-ზე გამოჩნდა, აშშ-ის ინდიელთა საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა. მათი თქმით, ვიდეორგოლი მათ კულტურულ ღირებულებებს შეურაცხყოფს. ამის შემდეგ კლიპი მთლიანად ამოიღეს ჩვენებიდან, ხოლო ჯგუფმა No Doubt მათ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა.

"ჩვენს ჯგუფში არიან სხვადასხვა რასის წარმომადგენლები, სწორედ ამიტომ ჩვენი შემოქმედების პრინციპი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელთა პატივისცემაზეა დამყარებული. ჩვენ არ გვსურდა რაიმე სახით შეურაცხყოფა მიგვეყენებინა ამერიკის ძირეული მაცხოვრებლებისათვის. არ გვსურდა დაგვემცირებინა მათი კულტურა და ისტორია", - წერია ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე.

no doubt-ს რასიზმში ადანაშაულებენ

no doubt-ს რასიზმში ადანაშაულებენ

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება