რა არ მოსწონთ ვარსკვლავებს საკუთარ თავში?

რა არ მოსწონთ ვარსკვლავებს საკუთარ თავში?

ანჯელინა ჯოლი, კეიტ მოსი, კიმ კარდაშიანი და სხვა მეგავარსკვლავები უამრავი გოგონას კერპები არიან, თუმცა მათაც ყველა სხვა ქალის მსგავსი პრობლემები აქვთ - ხშირად საკუთარი სხეული არ მოსწონთ.

სუპერმოდელი კეიტ მოსი თინეიჯერობის ასაკიდან ვერ იტანს საკუთარ მკერდს. ახლა ის თავისუფლად პოზირებს შიშველი ბიუსტით კამერების წინ. თუმცა მისი თქმით, კარიერის დასაწყისში ყველაფერს აკეთებდა, რომ მკერდი არ გამოეჩინა. ამ კომპლექსის დაძლევას კეიტ მოსი ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად თვლის.

სომხური წარმოშობის ამერიკელი ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი არაერთხელ მოხვედრილა ყველაზე სექსუალურ ქალთა რეიტინგში. კიმი კმაყოფილია როგორც საკუთარი მკერდით (რომლის ბუნებრივი ზომა 5-ია), ისევე უკანალით, თუმცა ვარსკვლავი თვლის, რომ მისი თეძოები ზედმეტად დიდი და მასიურია, ამიტომ მჭიდრო, გასახდომ საცვლებს ხმარობს.

ანჯელინა ჯოლის სხეულის ყველაზე ცნობილი ნაწილი მისი ტუჩებია. როცა ჯოლიმ პოპულარობა მოიპოვა, პლასტიკურ ქირურგებთან მაშინვე რიგები გაჩნდა - ქალები ანჯელინას მსგავს ტუჩებს ითხოვდნენ. ალბათ უამრავ ადამიანს გაუკვირდება, მაგრამ ჯოლი სწორედ საკუთარ ტუჩებს ვერ იტანს. მსახიობს მიაჩნია, რომ ისინი ძალიან დიდია.

ცნობილი მსახიობი ნიკოლ კიდმანი, რომელიც ახლა გრეის კელის როლს ასახიერებს, ყოველთვის გამხდარი იყო, თუმცა ყოველთვის ჰქონდა მუცელი. ამ მუცელს ნიკოლისთვის არაერთხელ შეუქმნია პრობლემა. პაპარაცებს გამუდმებით ჰგონიათ, რომ კიდმანი ორსულადაა.

ცნობილი დიზაინერი და დევიდ ბექჰემის მეუღლე, ვიქტორია საკუთარ სიცილს ვერ იტანს. ამის გამო ვარსკვლავმა უკვე დაიმკვიდრა "გაუცინარი დედოფლის" სახელი, თუმცა არის კიდევ ერთი რამ. ვიქტორიას საშინლად არ უყვარს ფეხის ტერფები და არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ზოგადად. დიზაინერი ტერფებს ადამიანის სხეულის ყველაზე მახინჯ ნაწილად თვლის.

პერის ჰილტონის კომპლექსიც ფეხებია. ვარსკვლავს ძალიან დიდი ზომის ტერფი აქვს - 42 ზომა, რის გამოც არაერთხელ შექმნია პრობლემა. როგორც პერისი აცხადებს, როდესაც ის მაღაზიაში მიდის, თითქმის არასდროს აქვთ მისი ზომა ფეხსაცმელი. "როცა ჩემი ზომის ფეხსაცმელი მოაქვთ, ის კლოუნის ფეხსაცმელს უფრო ჰგავს", - აცხადებს პერისი. ვარსკვლავი იმდენად დაკომპლექსებულია, რომ წითელ ხალიჩაზე დგომის სპეციალურ პოზებსაც არჩევს, რომელიც მისი ფეხის სიდიდეს პაპარაცების ობიექტივისგან კარგად დამალავს.

რაც შეეხება ჯესიკა ალბას, რომელიც ქალის ბუნებრივი სილამაზის ეტალონად ითვლება, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა: "არ მომწონს ჩემი მკერდი, ცელულიტი მაქვს და ვერ ვიტან ჩემს ძალიან დიდ თეძოებს".

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება