კრისტენ ბელი ბავშვს ელოდება

კრისტენ ბელი ბავშვს ელოდება

32 წლის მსახიობი კრისტენ ბელი საქმროსგან, 37 წლის მსახიობ დექს შეფარდისგან ბავშვს ელოდება. ახალი ამბავი პრესას წყვილის წარმომადგენელმა დაუდასტურა. მისი თქმით, კრისტენმა 2013 წლის გაზაფხულზე უნდა გააჩინოს.

"ერთი სული აქვთ, მშობლები გახდნენ. კრისტენს დილაობით გული ერეოდა, მაგრამ "სიცრუის სახლის" მეორე სეზონის გადაღებებს შეუდგა და თავს შესანიშნავად გრძნობს",- ამბობს შეყვარებულების საერთო მეგობარი.

ამერიკელმა მსახიობებმა კრისტენმა და დექსმა შეხვედრა 2007 წელს დაიწყეს, ხოლო სამი წლის წინ დაინიშნენ. ქორწილი ჯერ დანიშნული არაა და როგორც ჩანს, მსახიობის ორსულობასაც არ მოჰყვება. ახლახან, შეყვარებულებმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ბავშვების გაჩენა ქორწილამდე უნდათ, ხოლო დაქორწინებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებენ, რაც კალიფორნიაში ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებენ.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება