მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ბუდისტი ბერია

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ბუდისტი ბერია

მატიე რიკარი, 66 წლის ფრანგი მკვლევარი, რომელიც ბუდისტ ბერად აღიკვეცა, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად აღიარეს. ეს ტიტული მას მეცნიერთა ჯგუფმა მიანიჭა, რომლებსაც საშუალება მიეცათ, მატიეს ტვინს დაკვირვებოდნენ.

დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი ტვინი უჩვეულო სიხშირეებს ასხივებს, რომლებიც დღემდე ნეირობიოლოგიაში არ დაფიქსირებულა.

2009 წელს ნეირომკვლევარმა რიჩარდ დევიდსონმა, რომელიც მედიტაციის ოსტატებს იკვლევს, რიკარის თავს 256 სენსორი შეუერთა. კვლევამ აჩვენა, რომ მატიეს ტვინს სიხარულის აღქმის უნარი გაზრდილი აქვს, ხოლო ნეგატიური ემოციები მინიმუმამდე დაჰყავს.

სწორედ ამ შედეგების გამო რიკარი "მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანის" ტიტულის მფლობელი გახდა.

ყოფილი გენეტიკოსი, რომელმაც უარი თქვა საერო ცხოვრებაზე და ბუდიზმის საიდუმლოებების ამოხსნას მიუძღვნა ცხოვრება, ჰიმალაის მთებში საკმაოდ ცნობილია და დალაი-ლამას სანდო მრჩეველია.

მატიე რიკარი, 66 წლის ფრანგი მკვლევარი, რომელიც ბუდსტ ბერად აღიკვეცა, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად აღიარეს

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს