ჰარისონ ფორდი "ვარსკვლავურ ომებში" მონაწილეობაზე უარს არ იტყოდა

ჰარისონ ფორდი "ვარსკვლავურ ომებში" მონაწილეობაზე უარს არ იტყოდა

ჰარისონ ფორდი მზადაა ლეგენდარულ როლს ფილმში "ვარსკვლავური ომები" კვლავ დაუბრუნდეს. 70 წლის მსახიობს სურს, რომ საკულტო ფილმის გაგრძელებაში კვლავ შეასრულოს ჰან სოლოს როლი.

მსახიობი დადებითად აფასებს ფილმის გაგრძელების შესაძლებლობას. ჰარისონის იდეას იზიარებენ მარკ ჰემილი, რომელიც ლუკ სკაიუოლკერის როლს ასრულებდა და ქერი ფიშერი, რომელმაც პრინცესა ლეი განასახიერა. ამ ფილმს სამივე მსახიობის კინოკარიერაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ჰარისონის გმირი ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში გარდაიცვალა, თუმცა რეჟისორმა, ჯორჯ ლუკასმა, მისი დაბრუნება გადაწყვიტა.

"ვარსკვლავური ომების" ახალი ეპიზოდი ეკრანებზე 2015 წელს გამოვა. მას კომპანია "დისნეი" გადაიღებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება