თბილისში ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

თბილისში ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს.

მძღოლებს 17-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული, რომლის დაკმაყოფილებსაც მოითხოვენ. კერძოდ, მძღოლები დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ძირითადად, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვენ.

თბილისში არ მუშაობს არც ერთი ავტობუსი და მოქალაქეები ძირითადად, მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან.

როგორც მძღოლები აცხადებენ, ეს გამაფრთხილებელი გაფიცვაა და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, პროტესტი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

თბილისში ავტობუსების მძღოლების გაფიცვამ დედაქალაქის მაცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა . კერძოდ, ბევრმა მოქალაქემ დღეს სამსახურში დაიგვიანა, რადგან არ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ.

"45 წუთი ველოდებოდი ავტობუსს, შემდეგ მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და მიკროავტობუსით წავედი სამსახურში", - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის, მაგალითად სოციალურად დაუცველებისთვის, ავტობუსი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა და პრობლემები მათაც შეექმნათ.

ასევე, ავტობუსების მძღოლების გაფიცვამ მიკროავტობუსების გადავსება გამოიწვია, რამაც მოქალაქეებს დამატებითი პრობლემა შეუქმნა.

"მესმის, რომ ყველას სურს პირობების გაუმჯობესება. მაგრამ ჩვენი ინტერესიც ხომ უნდა გაითვალისწინონ", - აცხადებენ მოქალაქეები.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"