ადელი: "წონაში იმ შემთხვევაში დავიკლებ თუ ეს ჩემს სექსუალურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება"

ადელი: "წონაში იმ შემთხვევაში დავიკლებ თუ ეს ჩემს სექსუალურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება"

ბრიტანელმა მომღერალმა, ადელმა ზედმეტი წონის შესახებ საზოგადოებაში არსებულ კრიტიკას უპასუხა. ვარსკვლავის თქმით, ის დიეტაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჯდება, თუ წონის დაკლება მის სექსუალურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება.

24 წლის ადელის თქმით, ის კმაყოფილია მისი სხეულის ზომებით და არანაირ ყურადღებას არ აქცევს კრიტიკოსებს.

"მე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიკლებდი წონაში, თუ ეს ჩემს ჯანმრთელობაზე ან სექსუალურ ცხოვრებაზე დადებითად აისახებოდა, მაგრამ ეს ასე არაა", - განაცხადა მომღერალმა.

ადელს გამუდმებით აკრიტიკებენ ზედმეტი წონის გამო. ამის შესახებ ყველაზე გახმაურებული სკანდალი დიზაინერ კარლ ლაგერფელდს ეხება, რომელმაც ადელს "პუტკუნა" უწოდა. კარლს არც ლედი გაგა ჩამორჩა, რომელმაც განაცხადა, რომ მის ზედმეტ წონას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ადელისას.

ადელმა ერთი თვის წინ იმშობიარა. მას და მის პარტნიორს 38 წლის საიმონ კონეკის ვაჟი შეეძინათ.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება