რიო-დე-ჟანეიროში სტრიპტიზის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

რიო-დე-ჟანეიროში სტრიპტიზის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

რიო-დე-ჟანეირო სტრიპტიზის მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს. ეს ძელზე ცეკვის მეორე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში ტარდება. წელს კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს 25 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კონკურსის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა. ახლა კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულის გამოვლენას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მოცეკვავეები. ისინი სხვადასხვა კატეგორიებში გამოდიან.

ძელზე ცეკვა ცოტა ხნის წინ, მსოფლიო სპორტულმა გაერთიანებამ დამოუკიდებელ სპორტულ დისციპლინად აღიარა. სპორტის ამ ახალ სახეობას რამდენიმე ქვეკატეგორია აქვს და მისდამი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს