კენიელმა ქალმა ახალშობილ ვაჟებს ობამა და რომნი დაარქვა

კენიელმა ქალმა ახალშობილ ვაჟებს ობამა და რომნი დაარქვა

კენიის მკვიდრმა ახალშობილ ტყუპ ვაჟს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების სახელები - მიტი და ბარაკი დაარქვა.

20 წლის მილისენტ ოვუორმა ტყუპები 6 ნოემბერს გააჩინა. სწორედ ამ დღეს აირჩიეს ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით.

გოგონამ შვილები სოფელ კოგელოს შორიახლოს მდებარე საავადმყოფოში გააჩინა. კოგელო ბარაკ ობამას მამის მშობლიური სოფელია.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართა. არჩევნებში დემოკრატმა ბარაკ ობამამ რესპუბლიკელ მიტ რომნის მოუგო.

მომზადებულია The Standart-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს