Flydubai ავიაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

Flydubai ავიაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

ავიაციის ბიზნესის დაჯილდოვების მეექვსე საერთაშორისო კონკურსზე კომპანია Flydubai წლის დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა და ავიაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო.

ავიაკომპანიამ ასევე წლის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ტიტულიც შეინარჩუნა. კომპანიის ქართული წარმომადგენლობის ცნობით, ეს ჯილდო Flydubai-მ გასულ წელსაც მოიპოვა, გარდა ამისა კომპანიას მიღებული აქვს ჯილდო შთამბეჭდავი სისწრაფით ქსელის გაფართოვებისა და ინოვაციური სერვისების დანერგვისთვის.

"ჩემთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის დიდი პატივია ამ ორი ჯილდოს მიღება. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავიაციაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მიღებულ ჯილდოს, რომელიც აღიარებს ჩვენს მცირე შენატანს გაერთიანებული არაბეთის საემიროების საავიაციო სექტორის განვითარებაში. ჩვენი დიდი ენთუზიაზმით განვაგრძობთ ჩვენი ქსელის და ავიაპარკის განვითარებას", - განაცხადა Flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გაიტ ალ გაიტმა.

ყოველწლიური ავიაციის ბიზნესის დაჯილდოების ცერემონია ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიაში ავიაინდუსტრიის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისა და ადგილობრივი ავიაკომპანიების მიერ მსოფლიოს მასშტაბით მიღწეული წარმატებების გამოსავლენად იმართება.

უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე Flydubai-მ 10 ახალი მიმართულება ჩართო თავის ქსელში. მათ შორის ბუქარესტი, სკოპიე, კიევი და სანა. სულ ცოტა ხნის წინ ავიაკომპანიამ ხელი მოაწერა 117.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სასესხო ხელშეკრულებას აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკთან სამი ბოინგ 737-800NG თვითმფრინავის შეძენასთან დაკავშირებით.

"ერთი თვითმფრინავი დუბაიში უკვე ჩამოვიდა, დანარჩენ ორს წლის ბოლომდე ველოდებით", - ამბობენ კომპანიაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა