შაკირა რუსულ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა

შაკირა რუსულ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა

ცნობილი მომღერალი, შაკირა რუსულ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა. ვარსკვლავმა ВКонтакте-ში საკუთარი გვერდი გახსნა და ამის შესახებ საზოგადოებას "ტვიტერის" მეშვეობით აცნობა.

სავარაუდოდ, შაკირას რუსულ გვერდს მისი პიარ-ჯგუფი ხელმძღვანელობს. რუსულ სოც-ქსელში მომღერლის პირველი ჩანაწერი 15 ოქტომბერს გამოჩნდა, ხოლო 8 ნოემბერს ვარსკვლავის გვერდზე ჩანაწერები რუსულად დაიდო.

შაკირას რუსულ პროფილზე უკვე გაჩნდა მომღერლის რამდენიმე ფოტო და ვიდეოც. მომღერლის გვერდს ВКонтакте-ში უკვე 38 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის მომღერალი ახლა ორსულადაა. შაკირა ბავშვს მისი საყვარლისგან, ფეხბურთელ ჟერარ პიკესგან ელოდება.

მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება