ინტერნეტ-აუქციონზე გასაყიდად დედამიწა გამოიტანეს

ინტერნეტ-აუქციონზე გასაყიდად დედამიწა გამოიტანეს

ისეთ ცნობილ ინტერნეტ აუქციონებზე, როგორიცაა eBay და Yahoo, ხშირად გამოაქვთ ორიგინალური და უცნაური ლოტები, თუმცა ერთმა იაპონელმა აუქციონზე გასაყიდად დედამიწა გამოიტანა.

დედამიწის საწყისი ფასი 69 იენი, იგივე 86 ცენტი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დედამიწის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჩვენი პლანეტის ფასმა 123 მლნ დოლარს გადააჭარბა.

გამყიდველი დედამიწის გაყიდვას სრულიად სერიოზულად უდგებოდა. ლოტის აღწერაში მან დაწერა, რომ "დედამიწა მას ღმერთმა გამოუგზავნა და მხოლოდ იმიტომ ყიდის, რომ ფინანსურად ძალიან გაუჭირდა".

იაპონელმა ისიც აღნიშნა, რომ დედამიწა "ნამდვილი" და "გამოყენებადია", ხოლო გაყიდულ საქონელს უკან არ იბრუნებს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს