დელფინარიუმში კაკოია და ზორო "საქმის გასარჩევად" მუდამ მზად არიან

დელფინარიუმში კაკოია და ზორო "საქმის გასარჩევად" მუდამ მზად არიან

"ბიჭებო, კაკოია და ზორო ჩხუბობენ, დაანგრიეს აუზი", - ბათუმის დელფინარიუმში ასეთი შეძახილი იშვიათი არ არის. აქ მუდმივად "საქმის გარჩევაა" პირველობისთვის, ოღონდ კაკოია და ზორო დელფინები არიან. ორივე მამრი. ზორო ზორბა და მშვიდია, თუმცა, თუ გაცხარდა, დაუნდობლად იბრძვის. კაკოია მოუსვენარი და ცუღლუტია, ჩხუბისთავი, ამიტომაც დაურქმევია მთავარ მწვრთნელსა და მენეჯერ თენგიზ წეროძეს ლეგენდარული ყაჩაღის სახელი.

ცოტა ხნის წინ დელფინარიუმი კინაღამ პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად იქცა. ის 1974 წელს დაარსდა, გასული საუკუნის 90-იან წლებში შეწყვიტა მუშაობა. მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, 2009 წლიდან, მისი ფუნქციონირების აღდგენა და მართვა ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ამიტომაც, როგორც ბათუმში ამბობენ, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", მერიის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის მართვის უფლება ჩამოართვა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანია "მენეჯმენტ სერვისს" და სახელმწიფოს გადასცა.

თენგიზ წეროძე: "სახელმწიფოსგან მართვა ყველა მომსახურებაზე ტენდერების გამოცხადებას გავალდებულებს. ამ პროცესს მიაქვს დიდი დრო, რომელიც არ ითმენს. დელფინებმა დღეში რამდენიმე სახეობის თევზი უნდა ჭამონ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი უცებ ვერ შეძლო ამ საკითხის მოგვარება. პრობლემები შეგვექმნა მედიკამენტებით მომარაგებაშიც. წყლის გასაფილტრი დანადგარი რომ გაფუჭდეს, ტენდერი გამოვაცხადოთ და ველოდოთ, როდის ვიპოვით შემკეთებელს, რომელიც სახელმწიფოს პირობებს აკმაყოფილებს?“ "მენეჯმენტ სერვისის" მმართველობის დროს არ გვეშინოდა, რომ ფინანსური პრობლემები შეგვექმნებოდა. ამ შესანიშნავ არსებებზე ძალიან ზრუნავდა ბატონი ბიძინა. სამაგიეროდ, ბათუმის მერია ჯერ არც ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, არადა, ზამთარი მოდის და შესაძლოა, პრობლემები შეგვექმნას".

...აუზში "ბიჭები" დააშოშმინეს, მშვიდობა დამყარდა, მაგრამ ხვალ შეიძლება ისევ განახლდეს ქიშპი. ლამაზი სანახავია შეყვარებული დელფინები, წყალში მოხდენილი ნარნარი, თავისებური ცეკვა და სტვენა. თუმცა, მოსალოდნელია, მდედრი უცებ გაჯიუტდეს. თურმე ამ დროს მამრი ნერვიულობს და ეჭვიანობს. უიღბლო სიყვარულის გამო მოწყენილად უსტვენს და თან თვალს ადევნებს, რომ მის რჩეულს სხვა არ მიეკაროს, თორემ ჩხუბი გარდაუვალია. აღელვებული დელფინების განტვირთვის საუკეთესო საშუალება ადამიანთან ურთიერთობაა. მას შემდეგ, რაც ადამიანი დელფინის ნდობას დაიმსახურებს, ეს საოცარი არსება სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, რისკზე მიდის, რომ სიყვარული ხმელეთზე ამოსვლით დაუმტკიცოს. თენგიზ წეროძე ამბობს, რომ ამ დროს დელფინს მეგობარი ადამიანის იმედი აქვს, რომ ის არ მიატოვებს და წყალში დაბრუნებაში დაეხმარება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"