ვერონის მთავრობამ ტურისტებს ჯულიეტასთვის წერილების დატოვება აუკრძალა

ვერონის მთავრობამ ტურისტებს ჯულიეტასთვის წერილების დატოვება აუკრძალა

ვერონის ქალაქის საბჭო გადაწყვეტილებაზე მუშაობს, რომლის თანახმად, ის, ვინც "ჯულიეტას სახლის" კედლებზე წერილს ან წარწერას მიაკრავს, 500 ევროთი დაჯარიმდება.

დიდი ხანია სენტიმენტალური ტრადიცია ვერონაში შეყვარებულ ტურისტებს იზიდავს. რომეო და ჯულიეტას ისტორიით აღტაცებულები, ისინი "ჯულიეტას სახლის" კედლებზე ქაღალდებს ტოვებენ. ხშირ შემთხვევაში, ტურისტები წერილებს კედელზე საღეჭი რეზინით ან წებოთი აწებებდნენ.

გავრცელებული რწმენით, ასეთ წერილს შეუძლია სიყვარული გაახანგრძლივოს, მაგრამ  შენობის იერსახეს ათასობით მიწებებული ქაღალდი ზიანს აყენებდა. 

სამოქალაქო საბჭომ ანალოგიური აკრძალვა 2004 წელს უკვე დააწესა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ტრადიცია ისევ აღადგინეს.

ვერონა ყოველწლიურად შეყვარებულების ლეგენდის წყლობით უამრავ ფულს შოულობს. ამასთან, წყვილის არსებობის შესახებ არანაირი ისტორიული წყარო არ არსებობს. ისტორიკოსები თვლიან, რომ არ არსებობს საფუძველი ცნობილი "ჯულიეტას სახლი" შექსპირის ტრაგედიას დავუკავშიროთ. ცნობილი აივანი  კი  XVII საუკუნეში შუა საუკუნეების სარკოფაგის ნაწილებისგან ააგეს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს