"მეშინოდა, დიახაც მეშინოდა!"

"მეშინოდა, დიახაც მეშინოდა!"

მას შემდეგ, რაც "იმედი" ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, უამრავი ისეთი ფაქტი გამოაშკარავდა, რაზეც ადრე თანამშრომლები ვერ ან არ ლაპარაკობდნენ. "დღის შოუს" ერთ-ერთმა წამყვანმა, დოდო ხურცილავამ (დოდოშკა) ცენზურაზე დაიწყო ლაპარაკი და თქვა, რომ აზრს თამამად ვერ გამოთქვამდა.

- ყოველთვის ვიცოდი, რისი თქმა შეიძლებოდა და რისი არა და ეს დისკომფორტს, რა თქმა უნდა, მიქმნიდა, თუმცა, არა იმდენად, რომ თანამშრომლებს შორის ურთიერთობაზე ასახულიყო. რა დრო იყო, ხომ იცით? პრობლემა ჩემს ძმისშვილს შეექმნა. ალბათ, იცით, ჩემი ძმა მსახიობი ჯაპანაა.

მეშინოდა, ჩემი ძმისშვილი ციხეში არ გამოემწყვდიათ. 2 წლის წინ მას ინციდენტი შეემთხვა, რომელიც ნარკოტიკს უკავშირდებოდა და 14-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ციხიდან რომ დაგვეხსნა, გარიგება შედგა. ამას კი ფული სჭირდებოდა, ამიტომ ჩემი ბინა, ჩემი ძმის ცოლის ბინაც ბანკში დავაგირავეთ. ამას გადახდა ხომ უნდოდა? ამიტომაც დავთანხმდი ამ გადაცემაში მუშაობას. დიდხანს ვფიქრობდი, გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ვიცოდი, სად ვყოფდი თავს... თუმცა, მერე ძალიან მესიამოვნა, ხალხის სიყვარული და პატივისცემა ვიგრძენი, თანაც, იმ თანხას ვიღებდი, რაც ძალიან მჭირდებოდა. ახლა არ ვიცი, რა მეშველება. ყველას გვინდოდა, რაღაც გვეთქვა, მაგრამ არ შეგვეძლო, ვიცოდით, ამას რაც მოჰყვებოდა, - მინიმუმ სამსახურიდან წასვლა, მაქსიმუმზე აღარც მინდა ლაპარაკი. ყველას ჰყავს ოჯახი, არ შეიძლება ამის გამო საყვედური გვითხრათ, ბოლოს და ბოლოს, ყველას გვაქვს მუშაობის უფლება.

- თქვენზე უშუალოდ იყო ზეწოლა, რომ ამა თუ იმ თემაზე აზრი არ უნდა დაგეფიქსირებინათ?

- რა თქმა უნდა, თუმცა, როდესაც ციხის ვიდეოფირი გავრცელდა, პირდაპირ ეთერში ვთქვი, ეს სააკაშვილის ბრალია-მეთქი. ამაზე მეტი რაღა მეთქვა? უკვე ვერც მე ვიკავებდი თავს და ვერც პროდიუსერები გვაკავებდნენ. ჩვენი პროდიუსერი, ქალბატონი ავრიტა ჯანაშია, იმ დილით მკვდარი მოვიდა სამსახურში. ის, რომ არ მუშაობ ოპოზიციურ ტელევიზიაში, არ ნიშნავს, რომ მოქალაქე არა ხარ!

- მას შემდეგ, რაც "მაესტროს" ეთერში გამოხვედით, ია ფარულავამ მწვავედ გაგაკრიტიკათ და ინტრიგანიც გიწოდათ.

- მართალი გითხრათ, სრულებით არ მაინტერესებს მისი აზრი. რაც უნდა, ის თქვას. მე როგორც ვიცი, მასაც საკმაოდ მწვავე პასუხები გასცეს. ქალბატონი იას კომენტარი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები