ნიკოლ კიდმანი - ტომ კრუზთან ცხოვრება ჩემთვის სრულყოფილებას ნიშნავდა

ნიკოლ კიდმანი - ტომ კრუზთან ცხოვრება ჩემთვის სრულყოფილებას ნიშნავდა

ჰოლივუდის მსახიობის ნიკოლ კიდმანის ახალი ნამუშევარი - ფილმი მონაკოს პრინცესა გრეის კელის შესახებ, რომელშიც ნიკოლმა მთავარი როლი ითამაშა, ყურადღების ცენტრში მოექცა. პროექტს კრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. პრესის ინტერესი გაიზარდა თავად კიდმანის მიმართ, რომელმაც ჟურნალ DuJour-ის ახალი ნომრისთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გულახდილი ინტერვიუც მისცა. ინტერვიუში ნიკოლმა ტომ კრუზთან განქორწინებისა და სხვა პირადი საკითხების შესახებ ისაუბრა.

კინოვარსკვლავის თქმით, როდესაც ტომმა უთხრა, რომ მასთან განქორწინება სურდა, ამ ამბავმა "გაანადგურა". განქორწინებიდან ათი წლის შემდეგ მსახიობს იმ პერიოდის გახსენება ძლიერ ტკივილს აყენებს.

"ვფიქრობდი, რომ ჩვენი ერთობლივი ცხოვრება მშვენიერი იყო, - იხსენებს კიდმანი, - სრულიად შოკირებული ვიყავი. ამის გადასატანად დიდი დრო დამჭირდა".

როდესაც წყვილმა იქორწინა, ნიკოლი 23 წლის იყო.

"ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე ვიყავი: ტომი უგონოდ მიყვარდა და მასთან ერთად მზად ვიყავი სამყაროს დასალიერში წავსულიყავი, ეს ძლიერი და ყოვლისმომცველი გრძნობა იყო, - ყვება მსახიობი. - მაგრამ ამასთანავე ძალიან გულუბრყვილო ვიყავი და მრავალ რამეს ვერ ვამჩნევდი. ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი. მე და ტომი ჩვენს სამყაროში ვცხოვრობდით, სადაც არავინ გვჭირდებოდა. ამიტომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს და ერთმანეთზე დამოკიდებულნი ვიყავით".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ბედნიერია თუ არა დღეს, ნიკოლმა უყოყმანოდ განუცხადა, რომ ბედნიერია იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე!".

მუსიკოს კიტ ურბანზე დაქორწინებამ და ქალიშვილების დაბადებამ კინოვარსკვლავის ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

"კიტის გაცნობის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ის შესანიშნავი, მზრუნველი მამაკაცია, მე მას ძალიან ვაფასებ. ვცდილობთ ერთმანეთს დიდი ხნით არასდროს დავშორდეთ, - ამბობს კიდმანი, - ამჟამად მონაკოში ჩემი მეგობრების სახლში ვცხოვრობ და გრეის კელის შესახებ ფილმში მიღებენ. ჩემი ორივე ქალიშვილი ჩემთანაა, სენდი როუზი უკვე ოთხი წლისაა, ფეიტი - ორის. უახლოეს დღეებში ავსტრალიიდან დედაჩემი ჩამოვა, გოგონების მოვლაში რომ დამეხმაროს. კიტიც მალე შემოგვიერთდება. მთელი ჩემი ოჯახი ჩემთანაა. ჩვენ შესანიშნავი სახლი გვაქვს, სადაც მუდამ მუსიკა ისმის. კიტი გამუდმებით როიალზე ან გიტარაზე უკრავს, ყოველთვის რაღაცას ქმნის".

მომზადებულია DuJour-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება