კეტრინ ზეტა ჯონსმა ნერვული აშლილობა ინტერნეტზე უარის თქმით დაამარცხა

კეტრინ ზეტა ჯონსმა ნერვული აშლილობა ინტერნეტზე უარის თქმით დაამარცხა

ცნობილმა მსახიობმა, კეტრინ ზეტა ჯონსმა, რომელსაც ბიპოლარული აშლილობა - მანიაკალური დეპრესიის ერთ-ერთი ფორმა სტანჯავდა, ავადმყოფობა დაამარცხა და საზოგადოებას საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო.

"არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც საიდუმლოებების აფიშირება უყვართ, მაგრამ ვინაიდან მსოფლიომ შეიტყო ჩემი ბიპოლარული აშლილობის შესახებ, მინდა ყველა, ვისაც ის სტანჯავს, დავაიმედო - ეს დაავადება ექვემდებარება კონტროლს", - აღნიშნა კეტრინმა.

მსახიობი დაავადებას ნახევარი წლის განმავლობაში ებრძოდა.

"ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრ ახალ რამეს შეიტყობთ თქვენს თავზე და მეუღლეზე. საკუთარ თავში ისეთ რამეებს აღმოჩენთ, რაზეც ადრე წარმოდგენა არ გქონიათ", - განაცხადა ვარსკვლავმა.

ვარსკვლავი ვერ ეწინააღმდეგებოდა ცდუნებას, ინტერნეტში შესულიყო და საკუთარ თავზე ხალხის აზრი გაეგო. 

"ყველაზე ჭკვიანური, რაც გავაკეთე იყო ის, რომ უარი ვთქვი ინტერნეტზე. მე ხომ ისეთ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც ნეგატივს ეძებენ. მაიკლს (კერტინ ზეტა ჯონსის მეუღლე მაიკლ დუგლასი) ამ ყველაფერის გაგება უჭირს, მაგრამ ეს სიმართლეა. ჩემს ბიპოლარულ აშლილობასთან ერთად, ეს ინტერნეტი ნამდვილი საწამლავი იყო", - აღნიშნა მსახიობმა.

კეტრინს დაავადების დაძლევაში ცხოვრების ჩვეული წესი დაეხმარა - ცხენით სეირნობა და გოლფის თამაში. ჯონსის თქმით, ახლა მან უბრალო ყოველდღიური ბედნიერებით ტკბობა ისწავლა. "მაგალითად ისეთით, როგორიცაა ვერანდაზე ყავის დალევა".

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება