ალესანდრა ამბროსიოს ქალიშვილს მემკვიდრეობით დედის სილამაზე ერგო

ალესანდრა ამბროსიოს ქალიშვილს მემკვიდრეობით დედის სილამაზე ერგო

Victoria's Secret-ის ბრაზილიელი მოდელის ალესანდრა ამბროსიოს ქალიშვილს, 4 წლის ანიას მემკვიდრეობით დედის სილამაზე ერგო. გოგონა ჯერ პატარაა, თუმცა პაპარაცებისა და მოდის ჟურნალების რედაქტორების ყურადღებას უკვე იპყრობს.

ალესანდრამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კოლეგებისგან განსხვავებით, ქალიშვილს მოდელობას არ აუკრძალავს. თუკი შეამჩნევს, რომ ანიას კამერასთან მუშაობა მოსწონს და სხეულის კარგი პროპორციების შენარჩუნებას შეძლებს, მხარში ამოუდგება და სამოდელო კარიერაში აუცილებლად დაეხმარება. ალესანდრას თქმით, შვილების არჩევანში არ უნდა ჩავერიოთ და მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

"ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ყოველთვის მიკვირს, როცა მშობლები კატეგორიულად სთხოვენ შვილებს, მომავალში მათი კარიერა არ გააგრძელონ. ძალიან რთულია მოდელობა - წონის კონტროლი და სპორტდარბაზში ვარჯიში", - განაცხადა ალესანდრამ.

თუმცა, ალესანდრასგან განსხვავებით, ქალიშვილს მოდელობას სასტიკად უკრძალავს მოდელი სინდი კროუფორდი.

11 წლის კაია მოდის ინდუსტრიაში უკვე ჩაება. მან რამდენიმე თვის წინ "ვერსაჩეს" ახალგაზრდული სამოსი წარადგინა. ფოტოსესიას ცნობილი ფოტოგრაფები - მერტ ალასი და მარკუს პიგოტი უძღვებოდნენ და როგორც ისინი აცხადებენ, კაია ფოტოსესიაზე პროფესიონალი მოდელივით იქცეოდა, კამერის წინ პოზირება არ გასჭირვებია. თუმცა, სინდის კატეგორიული მოთხოვნით, გოგონა 18 წლამდე მოდელის კარიერას ვერ დაეუფლება.

მომზადებულია celebrityballa.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება