ხელოვნური ტროპიკული კუნძული

ხელოვნური ტროპიკული კუნძული

მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნური ტროპიკული კუნძული ბერლინში მდებარეობს. საცურაო აუზები, ტროპიკული მცენარეები, ხის კოტეჯები, რომლებიც ბარ-რესტორნის ფუნქციას ითავსებს, პოპულარულია როგორც ადგილობრივებში, ისევე ტურისტებში.

კომპლექსი 360 მეტრი სიგრძისაა, სიგანეში 210 მეტრია, მისი სიმაღლე კი 107 მეტრი. შენობის "ჯუნგლები" 30 000 ხითა და ბუჩქით გააშენეს. შენობის ერთ მხარეს ფანჯრები გამჭირვალეა და ინტერიერი მზის შუქით ნათდება. ხელოვნური სანაპირო 200 მეტრი სიგრძის არის. ჭერი კი ლურჯი ფერითაა მოხატული.

თითო საცურაო აუზი 25 მეტრიანია და 8 000 ადამიანს ემსახურება. ტერიტორიაზე განთავსებულია გოლფის მოედანი, რამდენიმე მაღაზია შოპინგის მოყვარულთათვის და კარვები. იმისთვის, რომ სტუმარმა თავი მართლაც ტროპიკულ კუნძულზე იგრძნოს, მზის სინათლესთან ერთად უამრავი ნათურაა ჩართული.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს