ბარაკ ობამამ ორი სადღესასწაულო ინდაური შეიწყალა

ბარაკ ობამამ ორი სადღესასწაულო ინდაური შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მადლიერების დღეს მიძღვნილ ყოველწლიურ საზეიმო ცერემონიაზე ორი ინდაური შეიწყალა.

"ამბობენ, ცხოვრება მეორე შანსს იძლევა და დღეს, ისე როგორც არასდროს, ამას ვეთანხმები",- განაცხადა ბარაკ ომაბამ და გადაკვრით მისი პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევაზე მიუთითა.

შეწყალების ცერემონიალზე ობამას თან ორივე ქალიშვილი - საშა და მალია ახლდნენ.

შეწყალება "ეროვნულ ინდაურ" კობლერს და მის "დუბლიორ" - გობლერს შეეხოთ. ორივე 18 კილოგრამიანი ფრინველი, ვირჯინიის შტატში გაზარდეს. ინდაურებს დარჩენილი სიცოცხლის გასატარებლად ჯორჯ ვაშინგტონის მამულში, მაუნტ-ვერნონში გააგზავნიან.

ინდაურების შეწყალების ცერემონიის ჩატარება თეთრ სახლში 1940-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყეს, როდესაც პრეზიდენტის პოსტი ჰარი ტრუმენს ეკავა. მაგრამ ამ ღონისძიებამ ოფიციალური სტატუსი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსის დროს მოიპოვა.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს