ჯეინ ფონდამ ქორწილი გადადო

ჯეინ ფონდამ ქორწილი გადადო

ჯეინ ფონდამ ქორწილი გადადო. 74 წლის ოსკაროსანი მსახიობი ახლა მასზე 4 წლით პატარა პროდიუსერს, რიჩარდ პერის ხვდება. ჯეინს, რომელიც უკვე სამჯერ იყო დაქორწინებული, არ სურს, რომ რიჩარდი მისი მორიგი ქმარი გახდეს და ამით ურთიერთობა გააფუჭოს. მსახიობის თქმით, მათ მართლაც უნიკალური გრძნობები აკავშირებთ, რაც აქამდე ჯეინს არასოდეს განუცდია.

ჯეინი და რიჩარდი უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან და არაერთხელ უსაუბრიათ საქორწილო გეგმებზე, თუმცა ახლა ფონდამ გადაიფიქრა.

წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნო, როდესაც ჯეინმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა. რიჩარდი ჯეინს გვერდით მისი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში, კიბოსთან ბრძოლის დროს დაუდგა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება