ინდაურების შეწყალების ტრადიცია აშშ-ში

ინდაურების შეწყალების ტრადიცია აშშ-ში

მადლიერების დღე ახლოვდება და მთელი ამერიკა დღესასწაულის სამზადისშია. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს აშშ-ში სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ინდაური, თუმცა თეთრ სახლში 1940 წლიდან სხვა - ინდაურების შეწყალების ტრადიცია დამკვიდრდა.

1940-იანების შუა წლებში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი ჰარი ტრუმენს ეკავა. მაშინ მან პირველად შეიწყალა დასაკლავად განწირული ინდაური. შემდეგ ტრუმენს სხვა პრეზიდენტებმაც მიბაძეს, თუმცა ცერემონიას ოფიციალური სახე მხოლოდ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მისცეს.

წელს აშშ-ის ამჟამინდელმა პირველმა პირმა, მეორე ვადით არჩეულმა ბარაკ ობამამ 2 ინდაური, კობლერსი და მისი "დუბლიორი" შეიწყალა. გთავაზობთ ამ ტრადიციის ისტორიას ფოტოებით.

პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი თეთრი ინდაურის შეწყალებისას. ფოტო 1955 წლის 14 ნოემბერს, ვაშინგტონშია გადაღებული. ფრინველი პრეზიდენტს საჩუქრად ინდაურების სელექციონერმა მიართვა.

პრეზიდენტი რონალდ რეიგანი თეთრ ინდაურთან ერთად. ფოტო 1984 წლის 16 ნოემბერს არის  გადაღებული. პრეზიდენტთან ერთად ფოტოზე ჯონ ჰენდრიკი, ინდაურების ნაციონალური ფედერაციის იმჟამინდელი პრეზიდენტია გამოსახული. როგორც ჩანს, ფოტოს გადაღების დროს ინდაური სულაც არ იყო პოზირების ხასიათზე.

აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელმაც ოქსფორდში გაზრდილი 30 კვირის ინდაური შეიწყალა. ფოტო 1993 წლის 24 ნოემბერს არის გადაღებული.

ინდაურის შეწყალების ცერემონიას ოციფიალური სახე მხოლოდ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას მიეცა. ფოტოზე თეთრ სახლში, 2006 წლის 22 ნოემბერს არის გადაღებული.

აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და მისი ორი ქალიშვილი, საშა და მალია, ინდაურის შეწყალების ცერემონიაზე. 2012 წლის 21 ნოემბერი. პრეზიდენტმა ორი ინდაური შეიწყალა და სიტყვით გამოვიდა. "ამბობენ, ცხოვრება მეორე შანსს იძლევა და დღეს, ისე როგორც არასდროს, ამას ვეთანხმები",- განაცხადა ბარაკ ომაბამ და გადაკვრით მისი პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევაზე მიუთითა.

მომზადებულია sfgate.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს