საქართველოში მყოფი შარლოტა გეისნბურგი ავად გახდა

საქართველოში მყოფი შარლოტა გეისნბურგი ავად გახდა

ცნობილი ფრანგი მსახიობი, შარლოტა გეისნბურგი, რომელიც ახლა საქართველოში ფილმ "ჯეკი ქალების სამეფოში" გადაღებებზე იმყოფება, ავად გახდა. როგორც წყარო იუწყება, შარლოტა გაცივდა, რის გამოც ფილმის გადაღებებს საფრთხე დაემუქრა, თუმცა მსახიობი მალევე გამოკეთდა. წყაროს ცნობით, ახლა გეისნბურგი თავს კარგად გრძნობს და ფილმზე მუშაობაც განახლებულია.

ქართულ-ფრანგული ფილმის "ჯეკი ქალების სამეფოში" გადაღებები გორში მიმდინარეობს. პოპულარული ფრანგი მსახიობი სურათში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. მოქმედება 2340 წელს ხდება, როდესაც ქვეყანას ქალები მართავენ, ხოლო მამაკაცები დიასახლისები არიან. 20 ნოემბერს გადაღებულ ეპიზოდში ქალების სამეფოში მამაკაცები ჩამოახრჩვეს.

გორის გარდა, გადაღებები საქართველოს სხვადასხვა მხარეში მიმდინარეობს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება