ბიორკმა ყელის ოპერაცია გაიკეთა

ბიორკმა ყელის ოპერაცია გაიკეთა

ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა ყელის ოპერაცია გაიკეთა.

რამდენიმე წლის წინ ექიმებმა ბიორკის სახმო კვანძებზე პოლიპები აღმოაჩინეს. მომღერალი ოთხი წლის განმავლობაში მათგან გათავისუფლებას სპეციალური დიეტებითა და სავარჯიშოებით ცდილობდა. მაგრამ ახლახან მას ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების შესახებ უამბეს, რომელიც ლაზერის საშუალებით კეთდება და ბიორკიც დათანხმდა.

სამი კვირის განმავლობაში მომღერალს დადუმება მოუწია. ახლახან მან სიმღერა სცადა და მისი თქმით, მისი ხმა ისევე ჟღერს, როგორც ოპერაციამდე.

2012 წელს ყელთან დაკავშირებული პრობლემის გამო ბიორკმა რამდენიმე კონცერტი გადადო.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება