მირანდა ქერი: მთავარია, რაც გაცვია, მოირგო და მოიხდინო

მირანდა ქერი: მთავარია, რაც გაცვია, მოირგო და მოიხდინო

რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა "მაქსიმმა" სიდნეიში გრანდიოზული წვეულება გამართა. ავსტრალიელ ტოპ-მოდელებთან ერთად სტუმრების სიაში მეც მოვხვდი. საღამოს ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები. "მაქსიმის" წვეულებაზე ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონი გამოავლინეს. ეს ტიტული მსოფლიოში ცნობილმა სუპერმოდელმა - მირანდა ქერიმ მოიპოვა, ახლახან პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. მირანდა ქერი ცნობილია, როგორც "ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი". "მაქსიმის" წვეულებაზე პირადად გავიცანი მირანდა ქერი და სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოვართვი.

- ავსტრალიის პატარა ქალაქ გუნედაში დავიბადე. ბებიას დიდი ფერმა ჰქონდა და მთელ დღეებს ცხენზე ჯირითში ვატარებდი. 13 წლის რომ გავხდი, ჩემს დაბადების დღეზე მეგობარმა მითხრა, ჟურნალმა "დოლი მეგეზინმა" კონკურსი გამოაცხადა, ახალგაზრდა მოდელებს ეძებენ რეკლამისთვის და იქნებ ბედი სცადოო. ჯერ უარზე ვიყავი, მაგრამ შემდეგ მეგობარმა შემაგულიანა და დამითანხმა. სიდნეიში ჩავედი, კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე კიდეც. ჟურნალისთვის უამრავი ფოტო გადამიღეს და მითხრეს, შესანიშნავი მონაცემები გაქვს იმისთვის, მოდელი რომ გახდეო.

- მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

- სიმართლე გითხრათ, დიდად არ აღფრთოვანებულან. მათ სურდათ, ექიმი გამოვსულიყავი და ფიქრობდნენ, მოდელობა სწავლაში ხელს შემიშლიდა. მალე ბრიზბენში გადავედით საცხოვრებლად. მშობლებს უნდოდათ, მე და ჩემს ძმას კარგი განათლება მიგვეღო და ამიტომ დიდ ქალაქს უნდა შევგუებოდით.

- სამოდელო საქმეში პირველი სერიოზული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! როდის მიიღეთ?

- მეცხრე კლასში ვსწავლობდი, უფროსკლასელი ბიჭი რომ შემიყვარდა. იმხანად ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ბიჭი, რომელიც მიყვარდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. სტრესისგან თავის დასაღწევად სიდნეის სამოდელო სააგენტო "ჩიკს" მივმართე და მალე მოვიხვეჭე პოპულარობა ავსტრალიასა და აზიის ქვეყნებში. 2000 წელს ნიუ-იორკში გავემგზავრე და კოსმეტიკურ ფირმა "მეიბელინთან" გავაფორმე კონტრაქტი. შემდეგ მიმიწვიეს "ვიქტორია სეკრეტის" კატალოგში გადასაღებად და გავხდი "ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი".

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- დილაობით ვვარჯიშობ, დავრბივარ პარკში, ვცურავ წელიწადის ყველა დროს, ვწერ წიგნს - "დააფასე საკუთარი თავი" - თუ ერთი ქალბატონისთვის მაინც შევძლებ ცხოვრების გალამაზებას, უბედნიერესი ვიქნები.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

- ჩემი მეუღლეა მსახიობი ორლანდო ბლუმი. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და პატივს ვცემთ. 2011 წელს შეგვეძინა ვაჟი - ფლინი. ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ორივეს გვგავს, ოჯახი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება.

- როგორ ფიქრობთ, რა მოსწონს თქვენში ხალხს?

- ალბათ, ის, რომ არ მაქვს მანეკენივით გაშეშებული სახე (იცინის). მოდელს თვალები უნდა უბრწყინავდეს, ღიმილი კი გულწრფელი ჰქონდეს. ხალხი თუ სითბოს და სიყვარულს მიიღებს, სიყვარულითვე გიპასუხებს.

- რას ურჩევთ ქალბატონებს, ვისაც მოდურად და ელეგანტურად ჩაცმის საშუალება არ აქვს?

- ბევრი ფული სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ მოდურად ჩაიცვა. ზოგჯერ მოდურად შეკერილ, უბრალო კაბაში გამოწყობილი ქალბატონი უფრო ელეგანტურად და მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე ცნობილი ბრენდის ძვირად ღირებულ სამოსში გამოწყობილი მანდილოსანი. მთავარია, რაც გაცვია, მოირგო და მოიხდინო.

სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" სიდნეიდან,

თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება