დოდო ხურცილავა: "ია ფარულავას გვერდით მუშაობა უღირსობაა"

დოდო ხურცილავა: "ია ფარულავას გვერდით მუშაობა უღირსობაა"

ბოლო დროს ია ფარულავასთან დაკავშირებით სკანდალები ყოველ კვირა გორდება. იაზე განაწყენებულთა რაოდენობა კი ლამის ყოველდღე იზრდება. აღმოჩნდა, რომ მათ შორის უკვე დიდი ხანია არის დოდო ხურცილავა, თუმცა ქალბატონი დოდო ახერხებდა, მასთან ერთად გადაცემის ისე წაყვანას, რომ მაყურებელი ვერაფერს მიმხვდარიყო.

-  როგორ ხართ მას შემდეგ, რაც სამსახურის გარეშე დარჩით?

-  ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს. მყავს მოსწავლეები, ვკითხულობ ლექციებს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სკოლაში. ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა. პაწაწინა ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! თოჯინებივით არიან, გესალმებიან, რევერანსს გიკეთებენ. მე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი 200 წლის წინ (იცინის). ახლა, მათ რომ ვუყურებ, ჩემი თავი მახსენდება, კიკინები რომ მქონდა. გარდა ამისა, წიგნს ვაკეთებ და ამას ბევრი დრო მიაქვს. ვმუშაობ ენციკლოპედიაზე და ლექსიკონზე. მოკლედ, ბევრი სამუშაო მაქვს.

-  "დღის შოუ" ვიგულისხმე, როცა ვამბობდი სამსახურის გარეშე დარჩით-მეთქი...

-  როგორც ამბობენ, შეიძლება განახლდეს "დღის შოუ", თუმცა ის დრო ძალიან მენატრება, როცა ეთერში ვიჯექი, როგორც ჩანს, ეთერმა მონატრება იცის.

-  გადაცემა თუ განახლდება, თქვენ და ია ფარულავა ისევ ერთად წაიყვანთ. არადა, თქვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა. "მაესტროს" ეთერში თქვენი გამოსვლის შემდეგ ია ამბობდა, დოდოშკა ინტრიგანია, თუ არ უნდოდა, ნუ იმუშავებდა "დღის შოუშიო".

-  ჩემსა და იას შორის სიტუაცია ყოველთვის დაძაბული იყო. მე მასთან ეთერს მიღმა არანაირი ურთიერთობა არ მქონია. მე ჩემი რესურსებით ვახერხებდი, მაყურებელს ეს არ ეგრძნო. როდესაც ადამიანი მაღალკულტურულია, სხვების დასანახავად შეუძლია, ყველაფერი დამალოს. სპექტაკლში ისეთმა ორმა ადამიანმა შეიძლება ითამაშოს შეყვარებულები, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.

-  ეთერს მიღმა რომ დამთბარიყო თქვენი ურთიერთობა, ამას რატომ არ ცდილობდით?

-  ამას არ ვცდილობდი, რადგან იასთან არანაირი თბილი ურთიერთობის სურვილი არ მქონია.

-  რა იყო ამის მიზეზი?

-  საკმაოდ უსიამოვნო მიზეზი მქონდა, რომ მის მიმართ ასე ვყოფილიყავი განწყობილი.

როდესაც ის შოუდან პირველად წავიდა, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ "რუსთავი 2"-ზე "შუა დღე" დაიწყო. მეც და ნანიკოც დაძაბულები ვიყავით. მეგონა, იაც ასევე იქნებდა. "რუსთავი 2" ძლიერი ტელევიზიაა, მოდით ამაზე შევთანხმდეთ. პროფესიული თვალსაზრისით გადაცემებს კარგად აკეთებენ. გარდა ამისა, ველოდებოდით, რომ "შუა დღეში" კარგი წამყვანები იქნებოდნენ და ეს სერიოზულ კონკურენციას შექმნიდა. დაძაბულები ვისხედით საგრიმიოროში მე და ნანიკო. შემოვიდა ია და აღფრთოვანებული ტონით გვითხრა, აი, დაიწყო თქვენი გადაცემის დასამარების დღეო. საშინლად გავცეცხლდი. მე ძალიან იშვიათად ვბრაზდები და მაშინაც კი ყვირილსა და შეურაცხყოფაზე იშვიათად გადავდივარ. იას სიტყვების შემდეგ მოხდა ჩემს ცხოვრებაში უიშვიათესი შემთხვევა. გული კინაღამ გამისკდა ნერვიულობით, დამამშვიდებლებს მასმევდნენ.

-  ამ დროს ეთერში სალომე კასრაძე იყო?

-  არა, ია ჯერ კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ეთერში. მას ჰქონდა მეორე გადაცემა "ყოფილი ცოლების კლუბი" და ამით იმის თქმა უნდოდა, მე მივდივარ, მეორე გადაცემა მაქვს და თქვენ თუ გინდათ, დაიხურეთო. აღფრთოვანებული ამბობდა, ჩვენი კი არა, თქვენი გადაცემის დასამარების დღე დაიწყოო.

-  თქვენი პასუხი რა იყო?

-  კონკრეტულად რა ვუთხარი არ მახსოვს, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ბოლო ხმაზე ვყვიროდი. მთელი ტელევიზია მაწყნარებდა და დამამშვიდებლებს მასმევდნენ.

-  მოგვიანებით, როცა გადაცემაში დაბრუნდა, როგორ შეხვდით? ნათქვამი გაახსენეთ?

-  აბსოლუტურად არაფერი არ მითქვამს. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ იმ სიტყვებს არასდროს ვაპატიებდი. იმ დღის შემდეგ იასთვის გამარჯობა არ მითქვამს. ეთერს მიღმა არ ველაპარაკებოდი.

-  იას არ უცდია შერიგება?

-  არა. არც თვითონ უცდია. მე შემიძლია ვაგრძნობინო ადამიანს, რომ მასთან ურთიერთობა აღარ მინდა და ის ხვდება, რომ აზრი არ აქვს, რამე შეცვალოს. მინდა ერთი რამ გთხოვოთ. ამ საკითხზე საუბარი აღარ მინდა. ია ფარულავაზე ხუთი წუთი ლაპარაკიც სავსებით საკმარისია. ის თუ იტყვის რამეს, მე კომენტარს ამ საკითხზე აღარ გავაკეთებ.

-  თუ ერთად მოგიწიათ გადაცემის წაყვანამ, თქვენ ძველებურად დაფარავთ წყენას და გაბრაზებას და მაყურებელი კვლავ ვერაფერს მიხვდება?

-  რა თქმა უნდა, მე პროფესიონალი ვარ და თავისუფლად შემიძლია ეს გავაკეთო.

-  ნანიკო ხაზარაძეს ამ ყველა­ფერთან დაკავშირებით რა პოზიცია ჰქონდა?

-  ცოტა გულგრილი იყო. ნანიკო თავის ცხოვრებაშია ჩართული. მგონია, რომ მასაც ძალიან ეწყინა, როცა ასეთი რამე თქვა იამ, თუმცა ნანიკოს ნეიტრალური პოზიცია ეკავა.

-  ბოლო დროს ბევრჯერ ვთქვით, რომ "დღის შოუში" თავს არ გრძნობდით თავისუფლად და გადაცემის წამყვანობას მხოლოდ იმიტომ დათანხმდით, რომ შემოსავლის წყარო გქონოდათ...

-  სანამ გადაცემა დაიწყებოდა, "იმედზე" "მოდელირებული ქრონიკა" გავიდა. მერე ჩატარდა "დღის შოუსთვის" კასტინგი. ამავე დროს ჩემი ძმისშვილი დააკავეს. ოჯახში ძალიან მძიმე ეკონომიკური სიტუაცია შეიქმნა. იძულებული გავხდით საბანკო სესხი აგვეღო, რომ გირაო შეგვეტანა. იმდენი შემოსავლი კი მქონდა, რომ ჩემი ძმის ოჯახს არ დავწოლოდი კისერზე, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ბინის ბანკში დაგირავება გახდა საჭირო, რომ სესხი გამოგვეტანა. როდესაც 600 ან 700 ლარი გაქვს შემოსავალი და ბანკში თვეში 900 ლარი გაქვს გადასახდელი, იძულებული ხარ, მეტი იმუშაო. მე რამდენიმე ნათესავს და მეგობარს ვკითხე, "მოდელირებული ქრონიკის" მერე როგორ წარმოგიდგენიათ ჩემი მუშაობა "იმედზე"-მეთქი. ხომ არსებობს ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა. მე ამ შემთხვევაში ჩემს სინდისთან წავედი კომპრომისზე. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ჩემი ძმისშვილის სიცოცხლე მეხსნა. ჩვენ ხომ არ ვიყავით დაზღვეული, რომ ვინც ციხეში მოხვდებოდა, იქიდან ცოცხალი გამოვიდოდა. ხომ დამტკიცდა, რაც ხდებოდა ციხეებში.

-  როგორც ვიცი, თქვენი ძმისშვილი ნარკოტიკებთან დაკავშირებით დააკავეს.

-  საშინელი ინციდენტი მოხდა. ჩემი ძმა იმ პერიოდში ძალიან აქტიურობდა. ყველა მიტინგზე დავდიოდით. ჩვენ 2003 წელს მიშა სააკაშვილისთვის მხარი არ დაგვიჭერია. მას მერე მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ მიტინგი რომ ტარდებოდა, მთელი ოჯახით იქ ვიდექით. სიტყვით არ გამოვდიოდით, მაგრამ მათ გვერდით ვიდექით. მოჭიდავეების ინციდენტი რომ მოხდა, იქაც კი ვიდექი. მერე დათუნამ (დოდო ხურცილავას ძმა, მსახიობი ჯაპანაა, - ავტ.) ბურთი მიშა სააკაშვილივით რომ დაარტყა, ვიღაცამ დამირეკა ტელეფონზე და მითხრა, ტაკიმასხარა ძმა გყავს და მიხედეო. ტაკიმასხარა პრეზიდენტია და პრობლემა ესაა, თორემ ჩემი ძმა მსახიობია და მისთვის ტაკიმასხარაობა ჩვეულებრივი რამაა-მეთქი. მაშინ ძალიან შემეშინდა და დათუნას ვუთხარი, ესენი აუცილებლად რამე უბედურებას მოგვიწყობენ-მეთქი. ორწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ძმისშვილი დააკავეს. სწავლობს, მისი პედაგოგია ნუკრი ქანთარია, რომელიც გიჟდება, ისე უყვარს ეს ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!. ახლა ჩატარდება სასამართლო, ექსპერტიზაც ჩატარდება და ყველაფერი გაირკვევა.

-  რაში ედება ბრალი თქვენს ძმისშვილს?

-  ნარკოტიკის შენახვა-გავრცელებისთვის 14-წლიანი მუხლი ემუქრებოდა, მაშინ 17 წლის იყო. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიყავით. სადაც ხარ, შეიძლება, თავი ღირსეულად გეჭიროს. ყველგან შეიძლება შენი საქმის კარგად კეთება, რომ არ გადაიქცე ღადავისტად. არ ველაქუცებოდი მთავრობას, თუმცა კრიტიკასაც ვერ ვბედავდი. მე ხომ პატარა გოგო არ ვარ. ვიცი, სადაც ვმუშაობდი და რაშიც გავყავი თავი. ვიცი, რომ პირობის დაცვის გარეშე სამსახურს ვერ შეინარჩუნებ.

-  ეს ხომ გასართობი გადაცემა იყო და არავინ ითხოვდა თქვენგან რადიკალურ განცხადებებს.

-  პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებდით, მაგრამ ბევრჯერ მინდოდა მწვავე შეკითხვების დასმა და ვერ ვბედავდი. წინა სეზონში გვქონდა რუბრიკა "უჰალსტუხოდ", სადაც პოლიტიკოსები მოდიოდნენ. მქონდა მზად კითხვები, რომლებსაც ვერ ვსვამდი.

-  იასთან თქვენი ურთიერთობა გასაგებია. ნანიკოსთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, მას შემდეგ, რაც "დღის შოუ" დაიხურა?

-  სიმართლე გითხრათ, ნანიკოსთან კომუნიკაცია არ მქონია, თვითონაც არ დაურეკავს. მის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რადგან თვითონ არ მირეკავს, არ უნდა მესაუბროს და მე ხომ არ დავურეკავ?..

-  თქვენი ძმა ახლა რა აზრის არის, რომ ამ ყველაფერზე ხმამაღლა ალაპარაკდით?

-  ძალიან კმაყოფილია, რომ მომეცა საშუალება სიმართლე ვთქვა. ხანდახან იყო მომენტები, როდესაც გული გახეთქვაზე მქონდა, ისე არ მინდოდა ეთერში დაჯდომა, მაგრამ ვიღიმებოდი და ვჯდებოდი. ვფიქრობ, ეს პროფესიონალიზმია, როდესაც შენ ვალდებულებები გაქვს ოჯახის ან თუნდაც იმ ტელეკომპანიის წინაშე, რომელშიც მუშაობ. ეს ვალდებულებები უნდა შეასრულო და მორჩა.

-  როდის არ გინდოდათ ეთერში ჯდომა ყველაზე მეტად?

-  მაგალითად, 26 მაისის შემდეგ, როდესაც მიტინგი დაარბიეს, საშინელი პროტესტის გრძნობა მქონდა. როდესაც პოლიტიკოსები მოდიოდნენ და აქებდნენ თავიანთ საქმიანობას, მეზარებოდა მათ გვერდით ჯდომა. ამ შემთხვევაში ან უნდა მოითმინო, ან უნდა წახვიდე და წასვლის საშუალებაც არ იყო. ბოლოს ისეთი ხელშეკრულება მქონდა დადებული, თუ წამოვიდოდი, 50 ათასი ლარი უნდა გადამეხადა ტელეკომპანიისთვის.

-  მათი მხრიდან თუ დაირღვეოდა ხელშეკრულება, რა მოხდებოდა?

-  ერთი თვის კომპენსაცია უნდა გადაეხადათ. ამაზე მქონდა ხელი მოწერილი. ხომ წარმოგიდგენიათ?.. თუ ისინი დაარღვევდნენ ხელშეკრულებას, ერთ თვეს მინაზღაურებდნენ, თუ მე დავარღვევდი, 50 ათას ლარს ვიხდიდი. ასეთი მონათმფლობელური ხელშეკრულება იყო. შენ არაფრის უფლება არ გქონდა და ისინი ყველაფერს იღებდნენ.

-  სხვა არხიდან ბოლო პერიოდში არ გქონიათ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

-  ჯერ არა, ალბათ ყველგან სიტუაცია დასალაგებელია.

ინტერვიუს შემდეგ ქალბატონი დოდო მალევე თავად დამიკავშირდა:

-  ახლა დავფიქრდი და მინდა დაწეროთ, რომ ია ფარულავასთან ერთად აღარ ვიმუშავებ. საწამებელში ხომ არ ვარ. უკვე ვხვდები, რომ ამ ადამიანის გვერდით უღირსობაა მუშაობა.

იასთან ერთად ვერაფრით ვერ ვიმუშავებ.

-  ე.ი. იასთან ერთად მუშაობა წამება იყო თქვენთვის?

-  ნამდვილად ასე იყო. წარმოიდგინეთ, შინაგანად როგორი დაძაბული ვიყავი, რომ დამემალა ის გრძნობა, რაც ამ ადამიანის მიმართ მქონდა.

-  ქალბატონო დოდო, გადაცემის ეთერში ძველი სახით დაბრუნება რომ გადაწყვიტონ, თქვენ შეიძლება პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. პროდიუსერებს თქვენსა და იას შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება...

-  არა უშავს. მოხდეს ასე. თუ მიშა სააკაშვილის კარის მასხარას ვერ შეელევიან, ჰყავდეთ. ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები