სინდი კროუფორდის მეუღლე: "დილაობით მძინარე ცოლს ვუყურებ და ვფიქრობ, როგორ გამიმართლა!"

სინდი კროუფორდის მეუღლე: "დილაობით მძინარე ცოლს ვუყურებ და ვფიქრობ, როგორ გამიმართლა!"

ყოფილ ტოპ-მოდელს სინდი კროუფორდს კოლეგებისგან განსხვავებით, პირადი ცხოვრება კარიერისა და პოდიუმისთვის არ შეუწირავს. პოდიუმის ვარსკვლავი უკვე მრავალი წელია ბიზნესმენ რენდი გერბერთან ბედნიერად ცხოვრობს და მასთან ერთად ორ ქალიშვილს ზრდის. წყვილის ფოტოებს პაპარაცები ხშირად ავრცელებენ, ამ დღეებში კი ცოლ-ქმარმა რომანტიკულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ჟურნალ Haute Living-თან გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა.

რენდი გერბერი ამბობს, რომ მეუღლე ძალიან უყვარს და მიაჩნია, რომ იღბლიანი მამაკაცია.

"მე მართლაც ყველაზე ლამაზი მეუღლე მყავს, - ამბობს რენდი, - ახლაც ისე ვუცქერ, როგორც მაშინ, პირველად რომ შევხვდი. როდესაც დილაობით მას ვუყურებ, ვფიქრობ როგორ გამიმართლა".

სინდიმ თაყვანისმცემლებს მეუღლესთან ნაზი ურთიერთობის საიდუმლო გაანდო. ყოფილი ტოპ-მოდელის თქმით, მათი ქორწინების წარმატების გასაღები მეგობრობაა.

"თითქმის 20 წელია ერთად ვართ და ერთმანეთთან ძლიერი მეგობრობა გვაკავშირებს, - ამბობს კროუფორდი, - ერთმანეთს ნამდვილად დიდ პატივს ვცემთ და ვენდობით".

გარდა ამისა, მეუღლეები დროს ერთად მხიარულად ატარებენ.

"დაძაბული ცხოვრება და შვილები გვყავს, მაგრამ ვცდილობთ, ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ, - ამბობს რენდი. გაგვიმართლა. ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს და სამუშაო გრაფიკს ისე ვადგენთ, როგორც გვსურს".

სინდი კროუფორდი ყოფილ მანეკენს, ასევე მოდური რესტორნებისა (ნიუ-იორკში) და ღამის კლუბების (ლას-ვეგასში) მეპატრონე რენდი გერბერს 1998 წლის მაისში გაჰყვა ცოლად. სინდისთვის ეს მეორე ქორწინებაა, მისი პირველი მეუღლე მსახიობი რიჩარდ გირი იყო. კროუფორდსა და გერბერს ორი შვილი: ვაჟი პრესლი უოლკერი და ქალიშვილი კაია ჯორდანი ჰყავთ.

მომზადებულია Haute Living-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება