ჯასტინ ბიბერის მშობლიური ქალაქის ნაგავი აუქციონზე იყიდება

ჯასტინ ბიბერის მშობლიური ქალაქის ნაგავი აუქციონზე იყიდება

18 წლის კანადელი მომღერალი, ჯასტინ ბიბერი იმდენად პოპულარულია, რომ მის სახელთან დაკავშირებული ნაგავიც კი მომგებიანია. ინტერნეტ აუქციონ eBay!-ზე ვარსკვლავის მშობლიურ ქალაქში (სტრატფორდი, ონტარიო) მოგროვებული ნაგავი იყიდება.

იმის დასამტკიცებლად, რომ ნაგავი მართლაც სტრატფორდშია შეგროვებული, გამყიდველმა საიტზე ფოტოც კი განათავსა, რომელზეც მას ნაგვით სავსე ბოთლი ქალაქის შესასვლელთან განთავსებული საგზაო ნიშნის ფონზე უკავია.

ნაგვით სავსე პატარა ბოთლის საწყისი ფასი 40 დოლარია. გარდა ამისა, გამყიდველი აღნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში, ბიბერის მშობლიური ქალაქიდან უფრო მეტი სიბინძურის ჩამოტანასაც შეძლებს.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება