ვულკანზე გაშენებული სოფელი

ვულკანზე გაშენებული სოფელი

იაპონიის ვულკანური კუნძული აოგაშიმა მსოფლიოში ყველაზე იზოლირებულ დასახლებული კუნძულია. ვულკანის კრატერზე გაშენებულია სოფელი, რომელშიც 200 ადამიანი ცხოვრობს. ვულკანიდან ბოლო ამოფრქვევა 1785 წელს მოხდა.

სოფელში მცხოვრები 200 ადამიანი აცნობიერებს, რომ ვულკანი შესაძლოა, ნებისმიერ წამს გააქტიურდეს, მაგრამ ცხოვრებას ყოველდღიურ რიტმში, შიშის გარეშე განაგრძობენ. ტერიტორიაზე რამდენიმე პატარა საცხოვრებელი სახლი, მხოლოდ ერთი საფოსტო ოფისი და სკოლა დგას, თუმცა როგორ და რა ვითარებაში დასახლდა მოსახლეობა აქ, უცნობია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იაპონელია.

სოფელი ძალიან ციცაბო, უსწორმასწორო და ფენობრივი ფლატეებით - კლიფებითაა (ზღვის ტალღების მოქმედებით წარმოქმნილი აბრაზიული ფლატე, რომელიც გვხვდება ზღვისა და ტბის სანაპიროებზე) გარშემორტყმული. სოფელში ჩასასვლელად მხოლოდ ორი გზაა - ვერტმფრენი და გემი.

მომზადებულია digi-joho.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს