ამერიკელმა მამაკაცმა ციხიდან გამოსვლიდან 1 საათში ბანკი გაძარცვა

ამერიკელმა მამაკაცმა ციხიდან გამოსვლიდან 1 საათში ბანკი გაძარცვა

ამერიკელმა მამაკაცმა, 33 წლის კრისტოფერ ფრანკლინ უივერმა, ციხიდან გამოსვლიდან ერთ საათში ბანკი გაძარცვა. ამის შესახებ The Register-Guard-ი იუწყება.

კრისტოფერი, რომელიც შტატ ორეგონის ერთ-ერთ საპატიმროში სექსუალური ძალადობისთვის მოხვდა, საპატიმროდან 29 ნოემბერს გამოვიდა. მასთან ერთად ციხე კიდევ 31-მა პატიმარმა დატოვა. მასობრივი გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების დაწესებულების დაფინანსება შეამცირა.

იუვერი, ციხიდან გამოსვლისთანავე პირდაპირ ბანკში გაემართა. დამნაშავე სამართალდამცავებმა ზუსტად 11:55 სთ-ზე დააკავეს. რა თანხის გატაცება შეძლო კრისტოფერმა, უცნობია. როგორც ABC News-ი იტყობინება, ძარცვის დროს არავინ დაშავებულა.

პოლიციამ დაკავებული ფედერალური ბიუროს თანამშრომლებს გადასცა, რომლებმაც დამნაშავე ისევ ციხეში შეაბრუნეს. ახლა პატიმარს ბრალად ფედერალური ბანკის გაძარცვა ედება და ციხეში მისი შენახვა არა ადგილობრივი, არამედ ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს