მირანდა კერი ქმარს ლეონადრო დიკაპრიოსთან ღალატობს

მირანდა კერი ქმარს ლეონადრო დიკაპრიოსთან ღალატობს

Victoria's Secret-ის მოდელი მირანდა კერი ქმარს, მსახიობ ორლანდო ბლუმს ვარსკვლავ ლეონარდო დიკაპრიოსთან ღალატობს.

ყველაფერი ლეონარდოს დაბადების დღის წვეულებიდან დაიწყო. როგორც პრესაში წერენ, ორლანდოს სახლში წასვლის შემდეგ ლეონარდო და მირანდა ნამდვილი შეყვარებულებივით იქცეოდნენ - მთელი ღამე ერთად ცეკვავდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ რესტორანში ისადილეს, რესტორნიდან საერთო მეგობრებთან ერთად ბარს ესტუმრნენ, ბოლოს კი მსახიობ კამერონ დიასის კლუბის გახსნაზე ერთად მივიდნენ. "ისინი რესტორანში ერთმანეთს ეფლირტავებოდნენ", - წერს გაზეთი New York Daily News.

მსახიობები ლეონარდო და ორლანდო კარგი მეგობრები არიან.

ამჟამად ორლანდო სამხრეთ აფრიკაში ახალი ფილმის Zulu-ს გადასაღებ მოედანზე იმყოფება. ცნობილია, რომ ბლუმი მირანდას სრულიად ენდობა და მასზე არასდროს ეჭვიანობს. უფრო მეტიც, ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ საკუთარი ცოლით აღფრთოვანებული მამაკაცების ცქერა ახალისებს და პრობლემას ვერც იმაში ხედავს, რომ პოდიუმზე მისი ცოლი ნახევრად შიშველი დადის.

წყვილი 2010 წელს დაქორწინდა, მათ 2011 წელს ვაჟი - ფლინი შეეძინათ.

მომზადებულია New York Daily News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება