ბუკმეკერებმა პრინცი უილიამის მომავალი ბავშვის სახელზე ფსონების დადება დაიწყეს

ბუკმეკერებმა პრინცი უილიამის მომავალი ბავშვის სახელზე ფსონების დადება დაიწყეს

საბუკმეკერო ოფისებში დიდი ბრიტანეთის მომავალი მემკვიდრის სახელზე ფსონების მიღება დაიწყეს. გუშინ სამეფო ოჯახმა დაადასტურა, რომ ბავშვს ელოდებიან. საბუკმეკერო ოფისში William Hill-ში ყველაზე დიდი პოპულარობით გოგონას სახელი - ფრენსისი და ბიჭის სახელი - ჯონი სარგებლობს. სახელებზე - ფრენსისი და ჯონი - ფსონები 9/1-ზე მიიღება. მათ მოსდევთ ჩარლზი, ვიქტორია, ჯორჯი, ანა, დიანა, ფილიპი, რიჩარდი, სპენსერი, მერი, ჰენრი და ა.შ. William Hill -ში ფსონები სახელზე - ელისაბედი 25/1-ზე მიიღება. ამასთან, Ladbrokes-ში ელისაბედი ფსონების რბოლის ლიდერია (8/1-ზე).

ფულის გაკეთება უილიამის და ქეითის ბავშვის თმის ფერის სწორად გამოცნობითაც შესაძლებელია. ამჟამად, ყავისფერი ლიდერობს. ასევე შესაძლებელია დადება ქერაზე, შავსა და წითურზე.

კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტის ორსულობის შესახებ ბუკინგემის სასახლემ ოფიციალურად 3 დეკემბერს გამოაცხადა. ცნობილია, რომ კეიტის 12 კვირის ორსულია. ბავშვი წყვილის პირველი შვილია. ქეითი და უილიამი 2011 წლის აპრილში დაქორწინდნენ.

მომზადებულია OK!-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს