შვეიცარიაში საბავშვო პრეზერვატივი იყიდება

შვეიცარიაში საბავშვო პრეზერვატივი იყიდება

შვეიცარიაში საბავშვო პრეზერვატივი იყიდება. ის პატარა ზომისაა და 12-14 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. საბავშვო პრეზერვატივის წარმოებამ უკმაყოფილება დასავლეთის პროგრესულად მოაზროვნე მშობლებშიც კი გამოიწვია.

უმრავლესობა თვლის, რომ ამ ასაკში ბავშვები ჯერ კიდევ სათამაშოებით უნდა ირთობდნენ თავს და სექსუალური ცხოვრება მათთვის ნაადრევია. 

საბავშვო პრეზერვატივების შექმნის ინიციატივით შვეიცარიელი მკვლევარები გამოვიდნენ. მათ დაადგინეს, რომ 12-14 წლის ბავშვებს უკვე დაწყებული აქვთ სექსუალური ცხოვრება და თავდაცვის ამ საშუალებას ვერ იყენებენ, ვინაიდან ლატექსის პროდუქცია, მოზარდების ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სასქესო ორგანოებისთვის ძალიან დიდია.

ინიციატივა ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა. მიუხედავად ამისა, მშობლები თვლიან, რომ საბავშვო პრეზერვატივის გამოშვება და მისი ხელმისაწვდომი ფასი (7 დოლარი), ბავშვებს ნაადრევი სქესობრივი კავშირისკენ უბიძგებს.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს