ჟურნალისტები, რომელთა ბოროტმა ხუმრობამ ქეით მიდლტონის მედდა შეიწირა

ჟურნალისტები, რომელთა ბოროტმა ხუმრობამ ქეით მიდლტონის მედდა შეიწირა

სიდნეის რადიოსადგურ 2DayFM-ში ამართლებენ წამყვანებს, რომელთა ხუმრობამაც კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის მედდა, ფაქტობრივად, თვითმკვლელობამდე მიიყვანა. კომპანიაში ბოდიში მოიხადეს და დასძინეს, რომ წამყვანთა ქმედებებში უკანონო არაფერი იყო.

რადიოს ჟურნალისტებმა ლონდონის, მეფე ედუარდ VII სახელობის საავადმყოფოს მედდა ჟასინტა სალდანია დაარწმუნეს, რომ მას ბრიტანეთის დედოფალი და მისი მეუღლე ესაუბრებოდნენ. ჟასინტა სალდანიამ ზარი ქეით მიდლტონის პალატაში მორიგე მედდასთან გადართო. მედდამ კი ჟურნალისტებს ქეითის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ტრაგედიასთან დაკავშირებით რადიოსადგურის მფლობელმა რის ჰოლერანმა განცხადება გაავრცელა. "საავადმყოფოსთან დაკავშირება სულ მცირე ხუთჯერ ვცადეთ. გვინდოდა ჩაწერილ საუბარზე გვემსჯელა",- აცხადებს ჰოლერანი. ამასთან, იგი არ აზუსტებს, მიიღეს თუ არა საავადმყოფოსგან რაიმე პასუხი.

მედდას გარდაცვალებისთანავე ედუარდ VII სახელობის საავადმყოფომ რადიოსადგურს ახსნა-განმარტებისთვის მიმართა. მაშინ, Southern Cross Austereo-ს წარმომადგენელმა ხუმრობის შედეგებს "გაუთვალისწინებელი" და "სავალალო" უწოდეს და განაცხადეს, რომ რადიოსადგური ლონდონის სამართალდამცავ სტრუქტურებთან ითანამშრომლებს. ამასთან, 2DayFM-ს  განზრახული აქვს სარედაქციო პოლიტიკას გადახედოს, რომ მსგავსი სიტუაციები მომავალში თავიდან აიცილოს.

წამყვანები ჯორჯი მელ გრეიგი და მაიკლ კრისჩენი სამუშაოს დროებით ჩამოაცილეს.

46 წლის ორი შვილის დედა ჟასინტა სალდანია, სახუმარო ზარიდან სამი დღის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ვერსიით, მან თავი მოიკლა. იგი საკუთარ თავს საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებდა. აღსანიშნავია, რომ მას საიდუმლო არ გაუცია, სალდანიამ ზარი მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრის პალატაში მორიგე მედდასთან გადაამისამართა, რომელმაც რადიოწამყვანებთან ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ტრადეგიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს.

მომზადებულია Sky News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს