მელ გიბსობნის ყოფილი საყვარელი ჰიპ-ჰოპ ალბომს წერს

მელ გიბსობნის ყოფილი საყვარელი ჰიპ-ჰოპ ალბომს წერს

რუსი პიანისტი და მომღერალი, მელ გიბსონის ყოფილი საყვარელი ოსქანა გრიგორევა ჰიპ-ჰოპ-ის სტილში მუსიკალურ ალბომს გამოუშვებს.

მომღერლის ოფიციალური წარმომადგენლის, სტივ ჯეფის თქმით, გრიგორევამ ერთ-ერთი სიმღერა უკვე ჩაწერა. კომპოზიციას "Dark Sесret"-ი ჰქვია. ამჟამად, იგი ამ სიმღერაზე ვიდეოკლიპს იღებს. გრიგორევას ახალი სიმღერები საცეკვაო ჰიპ-ჰოპ-ის სტილში იქნება.

გრიგორევას მუსიკალურ კარიერაში მხოლოდ ერთი ალბომი - Beautiful Heartache-ია, რომელიც 2009 წელს მელ გიბსონის დახმარებით ჩაწერა.

გიბსონი 2010 წლის გაზაფხულზე გრიგორევას დაშორდა. მანამდე კი 2009 წლის ნოემბერში რუსმა პიანისტმა მას ქალიშვილი, ლუსი გაუჩინა. იგი ჰოლივუდის ვარსკვლავის მერვე შვილია. ამერიკულმა მედიამ გაავრცელა გრიგორიევას განცხადება, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ გიბსონი მას ფიზიკურად უსწორდებოდა, რის შემდეგ გამოძიება და ხანგრძლივი სასამართლო განხილვები დაიწყო.

2011 წელს მელ გიბსონი ყოფილი საყვარლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულეს. სასამართლომ მას ოქსანა გრიგორევასთვის კომპენსაციის სახით 750 000 დოლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, გიბსონი პოლიციაში აღრიცხვაზე აიყვანეს და ფსიქოთერაპიის ერთწლიანი კურსის გავლა აიძულეს.

მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება