გვინეტ პელტროუს ინსტრუქტორი სექსში ავარჯიშებს

გვინეტ პელტროუს ინსტრუქტორი სექსში ავარჯიშებს

მსახიობმა გვინეტ პელტროუმ აღიარა, რომ პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების მოგვარებაში სექს-ინსტრუქტორი დაეხმარა. აღმოჩნდა, რომ 40 წლის ვარსკვლავს, რომელიც Coldplay-ის სოლისტ, კრის მარტინზეა დაქორწინებული, სექსუალურ ცხოვრებაში ბევრი პრობლემა ჰქონდა, რომელიც პირადმა მწვრთნელმა გადააჭრევინა.

იმისათვის, რომ საძინებელში უკეთესი ატმოსფერო შეექმნა, პელტროუ ცნობილ ფიტნეს-მწრთვნელს, ტრეისი ანდერსონს დაუკავშირდა, რომელმაც მსახიობის თქმით, ნამდვილი სასწაული მოახდინა.

"მან მოახდინა სასწაული ჩემს ცხოვრებაში, შემმატა თავდაჯერებულობა, შეცვალა ჩემი სექსუალური ცხოვრება.

პელტროუს თქმით, ტრეისი მას ყოველდღიურად აძლევდა სხვადასხვა დავალებებს, რომელიც საწოლში უფრო თავისუფალსა და თავდაჯერებულს გახდიდა.

ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ მე-40 დაბადების დღე აღნიშნა.

"დილით მეუღლემ და ბავშვებმა კოცნით და ჩახუტებით გამაღვიძეს. ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ერთი კვირა. ცოტა უცნაურად ვგრძნობ თავს 40 წლის ასაკში. ვფიქრობ, რომ ამ პერიოდამდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს ადამიანმა, ვინაიდან სწორედ 40-ის მერე ლაგდება ყველაფერი და მოვლენებს უფრო უკეთ აღიქვამ", - აღნიშნა გვინეტმა.

მომზადებულია zimbio.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება