ბარ რაფაელი გაშიშვლდა

ბარ რაფაელი გაშიშვლდა

მოდელი ბარ რაფაელი გაშიშვლდა. ბარმა ქალის თეთრეულის ახალი კოლექცია შექმნა, რომელიც ბამბისგანაა დამზადებული. რაფაელის კოლექცია საცვლების, ტოპისგან და პიჟამასგან შედგება. რაფაელს სიშიშვლით სურდა ქალბატონებისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი ახალი კოლექცია ისეთი ჰაეროვანი და კომფორტულია, თითქოს არ გაცვია.

რაფაელის თქმით, თანამედროვე ქალის ყოველდღიური ცხოვრება ისედაც დაძაბულია და სამოსის ქვეშ მაქმანებითა და ბაფთებით გაფორმებული თეთრეული მძიმე სამუშაო დღეს უფრო ართულებს.

"დაივიწყეთ მოუხერხებელი საცვლები, ჩემი კოლექცია ნატურალური ქსოვილისგანაა დამზადებული და მისი ტარება კომფორტულია", - დაწერა ვარსკვლავმა საკუთარ ვებ-გვერდზე.

მოდელი სხვადასხვა ინტერვიუებში აცხადებს, რომ მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოსთან დაშორების შემდეგ სერიოზული ურთიერთობის აწყობა მოუცლელობის გამო ძალიან უჭირს.

"ან გადაღებებზე ვარ, ან ძალიან ადრე ვიძინებ, სად ან როდის გავიცნო მამაკაცები?", - ჩივის მოდელი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება