ბრიტნი სპირსი ყველაზე შემოსავლიანი მომღერალია

ბრიტნი სპირსი ყველაზე შემოსავლიანი მომღერალია

Forbes-მა 2012 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში პოპვარსკვლავი ბრიტნის სპირსია. წელს 31 წლის ბრიტნიმ 58 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ასეთი წარმატება ბრიტნის მისმა საკონცერტო ტურნემ და ახალმა ალბომმა - Femme Fatale-მა მოუტანა. გარდა ამისა, ვარსკვლავს The X Factor-ში მონაწილეობისთვის 15 მლნ დოლარს გადაუხდიან.

მეორე ადგილი "ძვირადღირებულ ვარსკვლავთა სიაში" ქანთრის სტილის მომღერალმა, ტეილორ სვიფტმა დაიკავა. მან 2012 წელს 57 მლნ დოლარი იშოვა.

ლიდერთა სამეულში მესამე ნომრად ბარბადოსელი მომღერალი რიანა შევიდა. რიანამ 53 მლნ დოლარის გამომუშავება კონცერტებით, რეკლამებში მონაწილეობით და პარფიუმერული ხაზით მოახერხა.

რიანას ფეხდაფეხ მიყვება ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა, რომელმაც წელს 52 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. შარშან გაგამ პირველი ადგილი დაიკავა. 2011-ში მან 90 მლნ დოლარი იშოვა.

რეიტინგში შემდეგი ადგილები კეტი პერიმ (45 მლნ) და ბიონსემ (40 მლნ) დაიკავეს. მეშვიდე ადგილზე ახალგაზრდა დედა ადელი გავიდა. ბრიტანელი მომღერლის შემოსავალმა წელს 35 მლნ დოლარი შეადგინა. ადელის შედეგ კი შადე მოდის, რომელმაც 33 მლნ დოლარი შეაგროვა.

რეიტინგში მოხვდა პოპის დედოფალი მადონაც. მიუხედავად მსოფლიო ტურნეს წარმატებისა, მადონამ წელს მხოლოდ 30 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: შოკირებული ბრითნი სპირსის სახე ინტერნეტ ჰიტი გახდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება