ენ ჰეთევეიმ საცვლებთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა

ენ ჰეთევეიმ საცვლებთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა

ენ ჰეთევეიმ უხერხულ ფოტოებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. წინა კვირას მუზიკლ "საბრალონის" პრემიერაზე მსახიობი ტრუსების გარეშე გამოჩნდა. სკანდალური ფოტოები მას პაპარაცებმა მანქანიდან გადმოსვლის დროს გადაუღეს.

"მანქანიდან გადმოვდიოდი და ჩემი კაბა ისეთი ვიწრო იყო... ვერაფერი გავიგე, სანამ ფოტოები არ ვნახე. მათ ყველაფერი დაინახეს! ასეთივე წარმატებით შემეძლო პაპარაცების წინაშე კაბა უბრალოდ შემომეხია", - განაცხადა ვარსკვლავმა Daily News-თან საუბრისას.

სკანდალური ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ენი მალევე ესტუმრა თოქ-შოუ Today-ს, სადაც ამ თემაზე საუბარი მოუწია.

"ფაქტია, რომ ეს უსიამოვნო ინციდენტი იყო. ამ ამბავმა დასამწუხრებლად ერთდროულად ორი მიზეზი მომცა. პირველ ყოვლისა, საწყენია - ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ადამიანს შეიძლება ასეთ დაუცველ მდგომარეობაში გადაუღონ ფოტო და იმის ნაცვლად, რომ წაშალონ, ამით ფულს აკეთებენ. მეორეს მხრივ, კი საწყენია, რომ ხალხი ისეთ ადამიანს თვლის სექსუალურად, რომელსაც ეს საერთოდ არ სურს", - აღნიშნა მსახიობმა.

ენ ჰეთევეი ტრუსების გარეშე მიუზიკლ "საბრალონის" პრემიერაზე მივიდა.

მომზადებულია Daily News-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: ენ ჰეთევეი პრემიერაზე საცვლების გარეშე მივიდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება