მაიკლ დუგლასის ნარკომანი შვილი ციხეში ცემეს

მაიკლ დუგლასის ნარკომანი შვილი ციხეში ცემეს

ჰოლივუდის ვარსკვლავის, მაიკლ დუგლასის შვილი მსახიობი კემერონ დუგლასი ციხეში ცემეს.

34 წლის კემერონს, რომელიც ნარკოტიკის მოხმარება- გავრცელებისთვის პატიმრობაში იმყოფება, ციხეში კონფლიქტი მოუვიდა. ვარსკვლავის ვაჟმა თავდასხმისას სხეულის დაზიანება მიიღო, ფეხი და ხელის თითები მოიტეხა. კემერონი ნარკოტიკების გამო ციხეში რამდენჯერმე მოხვდა.

მაიკლი ამბობს, რომ მისი ვაჟისთვის ციხე ერთადერთი მყუდრო ადგილია.

"ჩემი შვილისთვის ერთადერთი მშვიდი ადგილი ციხეა, რადგანაც ქუჩაში შეიძლება ვინმემ მოკლას, ან თვითონ მოკვდეს", - განაცხადა ვარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

კემერონი მაიკლისა და მისი პირველი მეუღლის, დიანდრა ლუკერის შვილია. წყვილი 1995 წელს განქორწინდა. მაიკლი ლუკერთან დაშორების შემდეგ ჰოლივუდის მსახიობ კეტრინ ზეტა ჯონსზე დაქორწინდა.

მომზადებულია azcentral.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება